← მთავარი
პოლიტიკა

ოპოზიცია კობახიძის ივანიშვილზე ბრიფინგს „პიროვნების კულტის გამოცხადებად” აფასებს

9 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ოპოზიცია კობახიძის ივანიშვილზე ბრიფინგს „პიროვნების კულტის გამოცხადებად” აფასებს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 9 ივნისს სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი „პოლიტიკის გროსმაისტერად” მოიხსენია. კობახიძემ განაცხადა, რომ ივანიშვილი „გარე მტრების” და „აგენტურის” „პოლიტიკური თავდასხმების მთავარი ობიექტია” და მის რჩევებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იყენებს.

ოპოზიციამ ეს ბრიფინგი მიუღებლად შეაფასა.

„ქართული ოცნების” ყოფილი მოკავშირეების „ლელო - ძლიერი საქართველოს” ლიდერმა თამაზ დათუნაშვილმა განაცხადა: „ვიხილეთ შემაძრწუნებლად უშნო მლიქვნელობის საჯარო აქტი. მთელი ბრიფინგი იყო პანეგირიკი — ბიძინას ქება-დიდება.” დათუნაშვილის შეფასებით, ივანიშვილი სავარაუდოდ უკმაყოფილოა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შემდეგ, ვინაიდან „ჰქონდა ილუზია, რომ არსებული სტატუს-კვოთი ახლადშობილი პროვინციული დიქტატურა დალაგდებოდა ცივილიზებულ სამყაროსთან.”

„ფედერალისტების” ლიდერმა გიგა ბოკერიამ კობახიძის ბრიფინგი „პიროვნების კულტის ღია გამოცხადებად” შეაფასა: „ეს კომპარტიაზე გვახსოვს მსგავსი ნათქვამები.”

„გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს: „მსგავსს არ ვიცი, მარტო თურქმენეთში თუ ნახავ ან ჩრდილოეთ კორეაში. მაგის შესრულებას სხვა ნიჭი სჭირდება — ეს არ არის უბრალოდ სინდისზე ხელის აღება.”

კობახიძემ ბრიფინგის შემდეგ განაცხადა, რომ ეს მისი პირადი ინიციატივა იყო და ივანიშვილს წინასწარ არ შეუთანხმებია.

← მთავარი