← მთავარი
პოლიტიკა

ანდრეი სიბიჰა: უკრაინულ-ქართულ დიალოგს გამჭვირვალედ და კონსტრუქციულად ვაგრძელებთ

15 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
ანდრეი სიბიჰა: უკრაინულ-ქართულ დიალოგს გამჭვირვალედ და კონსტრუქციულად ვაგრძელებთ

მოლდოვაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ სიბიჰამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ორი ქვეყანა გამჭვირვალე, პრაგმატულ და კონსტრუქციულ დიალოგს გააგრძელებს.

„ჩვენი საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძეს შორის ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში გამართული ბოლოდროინდელი დიალოგის პირდაპირი გაგრძელება იყო. განვიხილეთ ფართო ორმხრივი დღის წესრიგი, ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში — კერძოდ, GUAM-ში — და უახლესი პოლიტიკური დინამიკა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ სივრცეში ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე”, — წერს სიბიჰა.

ეს ბოლო ორ კვირაში ორი ქვეყნის მინისტრების მესამე კონტაქტია, რაც 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მომხდარი არ ყოფილა. 4 მაისს ერევანში ერთმანეთს შეხვდნენ კობახიძე და ზელენსკი.

← მთავარი