← მთავარი
პოლიტიკა

მაჭავარიანი: მზად ვართ ბრიუსელთან სასაუბროდ, ოღონდ ეს საუბარი უნდა იყოს საგნობრივი

17 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
მაჭავარიანი: მზად ვართ ბრიუსელთან სასაუბროდ, ოღონდ ეს საუბარი უნდა იყოს საგნობრივი

ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდნენ ბატონი სამხარაძე და ბატონი მახაშვილი. იყო ნაყოფიერი საუბარი. ოფიციალურმა პირებმა გვკითხეს, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ იმისთვის, რომ დიალოგი იყოს აღდგენილი ჩვენსა და ევროკავშირს შორის. ლუქსემბურგი არის წევრი ქვეყანა.

მათი როლი [მნიშვნელოვანია] თუ ხელს შეუწყობენ ამ დიალოგის აღდგენას. არაერთხელ გვაქვს გაცხადებული, რომ ნებისმიერ დროს, მზად ვართ ბრიუსელთან დავსხდეთ სასაუბროდ, ოღონდ ეს საუბარი უნდა იყოს სიღრმისეული, საგნობრივი და შინაარსობრივად გარჩევა უნდა მოხდეს ყველა იმ პრეტენზიის, რა პრეტენზიაც უსაფუძვლოდ და არგუმენტების გარეშე აქვს ბრიუსელს საქართველოსთან მიმართებაში.

← მთავარი