← მთავარი
პოლიტიკა

სტამბოლში საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის მე-10 სამმხრივი მინისტერიალი გაიმართა

8 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
სტამბოლში საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის მე-10 სამმხრივი მინისტერიალი გაიმართა

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრების რიგით მე-10 სამმხრივი მინისტერიალი სტამბოლში გაიმართა. ქართული მხარე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა წარმოადგინა.

„ჩვენი პარტნიორობის წარმატებას ადასტურებს არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული თუ სატრანსპორტო პროექტი, რომელიც მთელი რეგიონისთვის სასარგებლოა,” — განაცხადა ბოჭორიშვილმა.

თურქეთის საგარეო მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს „სტაბილურობისა და მშვიდობის შესახებ მთელ სამხრეთ კავკასიაში” და გამოხაზა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის განვითარება ამ ფორმატს „ახალ ფანჯარას” უხსნის.

შემდეგი, მე-11 სამმხრივი მინისტერიალი თბილისში გაიმართება.

← მთავარი