კობახიძე: დღეს რომ საქართველო სუვერენულია, გეორგიევსკის ტრაქტატის დამსახურებაა
მაშინ გაკეთდა ცივილიზაციური არჩევანი… ერეკლე მეორის მაშინდელი არჩევანი იყო ცივილიზაციური არჩევანი. წლების, ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქრისტიანული ქვეყანა იყო მუსულმანური ქვეყნის ვასალი, მაშინ ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, რელიგიაზე, რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი.
საბოლოო ჯამში, ამ არჩევანმა მოიტანა კონკრეტული შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის და დღეს რომ საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, ის რომ ჩვენი ერი გადარჩა დემოგრაფიული თვალსაზრისით, იყო უმძიმესი ვითარება მე-18 საუკუნის ბოლოსთვის. ის, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩა დემოგრაფიული თვალსაზრისით და დღეს რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ეფუძნება ტრადიცულ ევროპულ ფასეულობებს და ტრადიციულ ევროპულ კულტურას, ეს არის სწორედ ერეკლე მეორის მიერ მიღებული ამ პრაგმატული გადაწყვეტილების დამსახურება.