პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილს 8 ქვეყნის ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართ ცერემონიაზე 8 ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს.
სიგელები გადმოსცეს თურქეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, ირანის ისლამური რესპუბლიკის, ინდოეთის, გვინეის, გამბიის, შრი-ლანკისა და პარაგვაის ელჩებმა.
ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ ყაველაშვილმა ელჩებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.