ირაკლი კობახიძე კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტ უილიამ რუტოს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, ქვეყანაში არსებული ბიზნეს-გარემო და ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი ბაზრები. კობახიძემ კენიელ კოლეგას ეკონომიკური ზრდის პოზიტიური მაჩვენებლები გაუზიარა და ხაზი გაუსვა, რა შესაძლებლობებს სთავაზობს საქართველო საერთაშორისო ინვესტორებს მილიონობით მომხმარებლის ბაზრებთან წვდომის კუთხით.
კობახიძემ ასევე მადლობა გადაუხადა კენიის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის.