← მთავარი
პოლიტიკა

როგორ გეგმავს პუტინი ცხინვალის ანექსიას, "ანექსიის" გარეშე: "გზავნიან წმინდა წყლის რუს გუბერნატორს... ახლა მოხდება იქაური მოსახლეობის "გავძეხ რეჟიმში" ყოფნა"

26 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
როგორ გეგმავს პუტინი ცხინვალის ანექსიას,

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი გადადგა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველი გახდა. კრემლმა ალან გაგლოევის რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნის შესახებ ვლადიმერ პუტინის განკარგულება გამოაქვეყნა. “გუშინ რუსეთის პრეზიდენტს შევხვდი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მის მრჩევლად მუშაობა შემომთავაზა. მე მხარი დავუჭირე ჩვენს ისტორიულ ლიდერს, ვლადიმერ პუტინს და მზად ვარ მის გვერდით დავდგე“, - განაცხადა გაგლოევმა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი კრემლში დაიბარა. ეს 9 მაისის შემდეგ გაგლოევის უკვე მეორე ვიზიტია მოსკოვში, რაც საქართველოს ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, რეგიონზე რუსეთის კონტროლის კიდევ უფრო გაღრმავებაზე მიუთითებს. 9 მაისს ალან გაგლოევმა ვლადიმირ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა „ხელშეკრულებას სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავებაზე“, რომელიც გულისხმობს „კოორდინირებული საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებას, ასევე ინფრასტრუქტურისა და ადამიანური პოტენციალის განვითარებას“. კრემლში გამართულ შეხვედრას წინ უძღოდა დე ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელად მოსკოვთან დაახლოებული კადრის - მარატ კამბოლოვის დანიშვნა, რის გამოც კრიტიკოსები საუბრობენ, რომ ოკუპაციის შემდეგ რუსეთი ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით ახალ ნაბიჯებს დგამს.

ექსპერტების განმარტებით, საქართველოს ტერიტორიაზე უფრო და უფრო მეტად ძლიერდება რუსული გავლენა და ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს შორის ახალ ეტაპზე გადადის, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები ყოველდღიურად უფრო მეტად ზიანდება. რა მიზანი აქვს კრემლს, ელის თუ არა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს ოფიციალურად ანექსია და რა მართებს საქართველოს ხელისუფლებას ასეთ ვითარებაში, ამ საკითხებზე AMBEBI.GE-ს პოლიტოლოგი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა.

კამბოლოვი და პუტინი

“კამბოლოვი, ძალიან მაღალი კლასის რუსი ჩინოვნიკი მოდის ცხინვალში, რომლის ამოცანა იქნება გახდეს ფარული მომლაპარაკებელი თბილისთან” - რას ამბობს პაატა ზაქარეიშვილი

← მთავარი