ზურაბიშვილი SOCAR-ის კადრულ ნიუანსს ეხმაურება — ინტერესთა კონფლიქტი „ოცნებისთვის” არ არსებობს
ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ში მკაცრი განცხადებით გამოეხმაურა ყოფილი ეკონომიკის მინისტრის კარიერულ ნაბიჯს.
„ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, ყოფილი ვიცე-პრემიერი, სულ რაღაც თვეების წინ პრემიერის მრჩეველადაც დანიშნული — განუჩინარდა, მივლინებით გაფორმდა, ცოტა ხანში SOCAR-ს „მიეყიდა”, და ახლა SOCAR-ის მიერ შეძენილ იტალიურ კომპანიაში CEO-ად დაინიშნა. ანუ „ოცნებისთვის” ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს, ქვეყნის ინტერესების დაცვა — არ არსებობს, სტრატეგიული საიდუმლოების შენარჩუნების ვალდებულება — არ არსებობს!” — წერს ზურაბიშვილი.
ყოფილი პრეზიდენტი ასევე ეხება ადრინდელ კორუფციის სკანდალს: „როცა შენი მოადგილე მასშტაბური კორუფციის ბრალდებით ისჯება, მინისტრს გარკვეული პასუხისმგებლობა მაინც უნდა ეკისრებოდეს. მათთვის ასეთი პრინციპები არ არსებობს — მშვიდად გრძელდება საქმიანობა.”
„ყველაფერი იყიდება! — წერს ზურაბიშვილი. — ესეც „ოცნების” ჩინოვნიკების მიერ გაგებული და პრაქტიკაში ასახული პატრიოტიზმი, ღირსება და სამართალი!”