← მთავარი
პოლიტიკა

"სქროლვა-სქრინვის" სააგენტო ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ნინო წილოსანის შეურაცხყოფას ედავება

15 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge

“სქროლვა-სქრინვის” სააგენტო ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ნინო წილოსანის შეურაცხყოფას ედავება

        პოლიტიკა • 6:06

        
            
            
            
            
            
            
            

            
            

            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            

                        


    

    
    
    
    
    
        

        

        
        
    

    

    
    



        
        
    
    
    
        
    



    
        შსს-ს სიძულივილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტო, (რომელსაც სამოქალაქო აქტივისტები "სქროლვა-სქრინვის" სააგენტოს უწოდებენ) ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ნინო წილოსანის შეურაცხყოფას ედავება.

“სიტყვების მონიტორინგის” სამმართველოს პირველი პროცესი ამ წუთებში, საქალაქო სასმართლოში მიმდინარეობს.

მომჩივანი არის შსს-ს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი სანდრო კეპაშვილი - სწორედ კეპაშვილმა დასქროლა სოციალური ქსელი და მან შეადგინა სამართალდარღვევის ოქმიც.

საქმეს მოსამართლე დავით მაკარაძე იხილავს. ეს ის მოსამართლეა, რომელმაც ტროტუარზე დგომისთვის ათობით ადამიანი ციხეში გაუშვა, ამიტომაც სხდომაზე შოთა თუთბერიძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა.  ბასილაიამ პირდაპირ უთხრა დავით მაკარაძეს, რომ გადაწყვეტილებებს ”შეკვეთის საფუძველზე იღებს”.

პროცესზე სიტყვით ისარგებლა შოთა თუთბერიძემაც და დარბაზს განუმარტა, რომ თავად ნინო წილოსანი მისი კომენტარის გამო თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობს. 

საქმის მასალებში, რაც მე გადმომეცა არ არის არცერთი მტკიცებულება, რაც ნინო წილოსანმა შეურაცხყოფილად იგრძო თავი. არ არის შეურაცხყოფილი”, - განაცხადა თუთბერიძემ. 

საქმის აბსურდულობაზე მიუთითა სასამართლო პროცესზე უფლებადამცველმა ნიკა სიმონიშვილმაც:. 

ეს საქმეც განწირულია წასაგებად ევროსასამართლოში, რადგან შსს ელემენტარულ სტანდარტს არ იცავს შსს”, - განაცხადა სიმონიშვილმა. 

შოთა თუთბერიძეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოდან დღეს დაურეკეს - ადვოკატის თქმით, შეუძლებელია შსს-ს საჩივარის სერიოზულად აღქმა. როგორც უფლებადამცველმა პროცესის დაწყებამდე “პირველებთან” განაცხადა, შსს ახალმა სამმართველომ  ”ქართული ოცნების” “გამორჩეული და ინტელექტუალურად მაღალ საფეხურზე მდგომი სახეების ფბ-პოსტების ყარაულის როლი მოირგო”.

დამირეკეს სასამართლოდან, რომ “სქრინვა-სქროლვის” დეპარტამენტმა ერთ-ერთ კომენტართან დაკავშირებით, რომელიც მე გავაკეთე ერთ-ერთი ქართველი პარლამენტარის და საზოგადო მოღვაწის, ნინო წილოსანის პოსტზე დაიწყო მოკვლევა განსაკუთრებით საქმეთა ინპექტორმა. მან შეადგინა ოქმი და დღეს ვართ სასმართლოში  ამ საქმის განსახილველად. არ შეიძლება ამ პროცესს სერიოზულად შევხედოთ, თუმცა თვალშისაცემია ის, რომ, როგორც ჩანს, გლახად გაკეთებულმა გენერალ-კოორდინატორმა იპოვა თავისი ფუნქცია და შეითავსა “ქართული ოცნების” გამორჩეული და ინტელექტუალურად მაღალ საფეხურზე მდგომი სახეების ფბ-პოსტების ყარაულის როლი”, - ამბობს შოთა თუთბერიძე. 

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას პირველი ივნისიდან შეუდგა. მისი ფუნქცია საჯარო სივრცეში კომუნიკაციის „სისტემური მონიტორინგია“.

    მასალის გამოყენების პირობები



    









    სხვა სიახლეები
    
                        
                 
                
                    
                          რუსეთი ამტკიცებს, რომ კიევ-პეჩერის ლავრას ამერიკული Patriot-ის "ვადაგასული" რაკეტა მოხვდა
                        რუსული მხარე ირწმუნება, რომ ღამით კიევზე მიტანილი იერიშის ფარგლებში ისტორიული კიევ-პეჩერის ლავრა მათ არ დაუბომბავთ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რელიგიური ძეგლი ამერიკული Patriot-ის საჰაერ...
                    

                    
                            რუსეთ-უკრაინის ომი
                         • 13 წუთის წინ
                
            
                        
                 
                
                    
                          „მივესალმებით აშშ-ს და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას“ – კობახიძე
                        ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს, რომ მიესალმება აშშ-ს და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას და იმედოვნებს, რომ ეს "კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას" გამოიწვევს. "მივესალმებით ამერიკის შეერთ...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 15 წუთის წინ
                
            
                        
                 
                
                    
                          „ჩვენ განვიხილავთ სანქციებს საქართველოს და გარკვეული ადამიანების წინააღმდეგ“ – ცაჰკნა
                        ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ევროსკოპს საქართველოს საკითხზე უთხრა, რომ ქართულმა რეჟიმმა არასწორი გზა აირჩია, რაც ევროპავშირისკენ არ მიდის. “ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი სრუ...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 16 წუთის წინ
                
            
                        
                 
                
                    
                          „შენ ელაპარაკე ბებიაჩემს საფლავში, სადაც წევს, შე ნაძირალა“ - დაპირისპირება საზმაუს ბორდის სხდომაზე
                        ხმაური და დაპირისპირება იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის სხდომაზე, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ერთმანეთს სამეურვეო საბჭოს წევრები, ტელევიზიის თანამშრომლები და ხელმძღვანელო...
                    

                    
                            საზოგადოება
                         • 36 წუთის წინ
                
            
                        
                 
                
                    
                          ,,მართლმადიდებლობა რუსულად“ - ნიკა გვარამია კიევ-პეჩერის ლავრის აფეთქებაზე
                        ,,კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია: ,,მართლმადიდებლობა რუსულად: რუსებმა დაბომბეს და ცეცხლში გაახვიეს მართლმადიდებლობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი კერა მსოფლიოში, კიევ-პეჩერის ლავრა. სლავური...
                    

                    
                            სოცმედია
                         • 48 წუთის წინ
                
            
                        
                 
                
                    
                          „ამ ბოლო წლებში თუ ათწლეულებში გამოიჩეკა ხალხის რაღაცა გვარი, სახეობა, თუ რა ქვიათ მაგათ, რომლებიც სვავებივით ნადირობენ სიცუდეზე, სიბილწეზე და სცხებენ წესიერ ადამიანებს ტალახს“ - გია მურღულია
                        "რატომღაც, ამ ბოლო წლებში თუ ათწლეულებში გამოიჩეკა ხალხის რაღაცა გვარი, სახეობა, თუ რა ქვიათ მაგათ, რომლებიც სვავებივით ნადირობენ სიცუდეზე, სიბილწეზე და სცხებენ წესიერ ადამიანებს ტალახს. ეს არის მათი...
                    

                    
                            საზოგადოება
                         • 54 წუთის წინ
                
            
                


მეტის ნახვა
← მთავარი