პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სადავო პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 26 ივნისის პლენარულ სხდომაზე სადავო პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. მოს გამოსვლას ძირითადად „ქართული ოცნების“ დეპუტატები, მთავრობის წევრები, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.კობახიძის გამოსვლის დიდი ნაწილი, რომელიც თითქმის ერთ საათსა და ორმოც წუთს გაგრძელდა, ეკონომიკას დაეთმო, რა დროსაც მან მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა და ბევრ მათგანს „შთამბეჭდავი“ უწოდა. მან ასევე შეაქო მთავრობის მუშაობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურის, სპორტის, განათლებისა და თავდაცვის სფეროებში.