← მთავარი
პოლიტიკა

სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დააკავა

30 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დააკავა. სუს-ის ბრიფინგზე სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ, განაცხადა, რომ ბრალდებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდება ედება.

გამოძიებით დადასტურდა, რომ ბრალდებული, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ჟურნალისტურ, საექსპერტო და სხვა პროფესიულ წრეებში არსებული პირადი კონტაქტების მეშვეობით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა სადაზვერვო ინფორმაციას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურს.

ბრალდებულს სპეცსამსახურის წარმომადგენელთან „მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები” ჰქონდა. შეხვედრები დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით იგეგმებოდა და სხვადასხვა ლოკაციაზე, მკაცრი კონსპირაციის დაცვით ტარდებოდა. ინფორმაციის მიწოდება ხდებოდა როგორც პირდაპირი კონტაქტით, ასევე ელექტრონული საშუალებებით — დაშიფვრის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით.

გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა საქართველოსა და რეგიონში, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესებს, ძალოვანი უწყებებისა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებას.

← მთავარი