კობახიძე: ამერიკელებს ანაკლიის პორტში ინტერესი არ ჰქონიათ — ჩინეთმა წარმოადგინა საუკეთესო წინადადება
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანაკლიის პორტის ჩინური კონსორციუმის ხელში გადასვლასთან დაკავშირებით განმარტა, რომ გადაწყვეტილება სუვერენული, კომერციული ინტერესებიდან გამომდინარეობდა.
„ანაკლიის პორტზე გამოცხადებული ტენდერი ღია იყო ნებისმიერი კომპანიისთვის, მათ შორის ამერიკულისთვისაც. სამწუხაროდ, ამერიკულმა კომპანიებმა ინტერესი არ გამოიჩინეს. ჩინურმა კონსორციუმმა კი საუკეთესო კომერციული წინადადება წარმოადგინა — ამიტომ გადაწყვეტილება ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე იქნა მიღებული,” — განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ქვეყნის განვითარებაზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე საუბრისას მთავრობა ვერ დაელოდება „ვინმეს წლობით”. „ჩინეთი გლობალური ეკონომიკური აქტორია, მასთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა სრულიად ბუნებრივია — ყოველგვარი პოლიტიკური სარჩულის გარეშე,” — დასძინა კობახიძემ.