← მთავარი
პოლიტიკა

ტრამპმა ყაველაშვილს 26 მაისის გამო წერილი გამოუგზავნა — „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა”

26 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ტრამპმა ყაველაშვილს 26 მაისის გამო წერილი გამოუგზავნა — „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა”

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქართველ ხალხს 26 მაისს — ეროვნულ დღესასწაულს — ულოცავს. მილოცვის დოკუმენტი ქართულ მხარეს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა გადასცა.

წერილში ტრამპი წერს:

„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო!

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს.

ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის. შეერთებული შტატები კვლავაც განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს მდგრადი უსაფრთხოების, თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში.”

← მთავარი