ნიკოლოზ რაჭველი: მიყვარხართ ყველანი, ვინც გულშემატკივრობთ უკრაინის გამარჯვებასა და სინდისის პატიმრების თავისუფლებას
კომპოზიტორმა და დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც სოლიდარობას გამოხატავს უკრაინის გამარჯვების, საქართველოს ევროპულ ოჯახთან ინტეგრაციის, სინდისის პატიმრების გათავისუფლებისა და დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტების მიწოდების მომხრეებთან.
„გილოცავთ ჩვენი ერის კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებას და ამავდროულად უკრაინის გაძლიერებას — ფრონტის ხაზზე, სადაც ჩვენი სახელმწიფოს მომავლის ბედიც წყდება. მიყვარხართ ყველანი, ვინც გულშემატკივრობთ უკრაინის გამარჯვებას და ევროპულ ოჯახთან საქართველოს ინტეგრაციას, ასევე ჩვენი სინდისის პატიმრების თავისუფლებას და ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტების მიწოდებას,” — წერს რაჭველი.
ის ამავდროულად ლუცერნის, დრეზდენის, ბონის, ლვოვის, კიევისა და პარიზის კონცერტებისთვის სამ ახალ კომპოზიციაზე მუშაობს.