← მთავარი
პოლიტიკა

ჩვენ განვიხილავთ სანქციებს საქართველოს და გარკვეული ადამიანების წინააღმდეგ - ცაჰკნა

15 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
ჩვენ განვიხილავთ სანქციებს საქართველოს და გარკვეული ადამიანების წინააღმდეგ - ცაჰკნა

„ჩვენ განვიხილავთ სანქციებს საქართველოს და გარკვეული ადამიანების წინააღმდეგ“ – ცაჰკნა

        პოლიტიკა • 16 წუთის წინ

        
            
            
            
            
            
            
            

            
            

            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            

                        


    

    
    
    
    
    
        

        

        
        
    

    

    
    



        
        
    
    
    
        
    



    
         ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ევროსკოპს საქართველოს საკითხზე უთხრა, რომ ქართულმა რეჟიმმა არასწორი გზა აირჩია, რაც ევროპავშირისკენ არ მიდის.

“ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი სრულიად არასწორ გზას ადგას და არა ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისთვის, ვისაც ნამდვილად სურს ამ მიმართულებით სვლა, არის ის, რომ არ დაკარგონ იმედი და მოიქცნენ ისე, რომ მომავლის იმედი ჰქონდეთ. სომხეთის გამოცდილებამ აჩვენა, რომ თუ ხალხს სურს, საბოლოოდ შეიძლება ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და ევროპული გზა გაიხსნას, ამიტომ იმედი არ უნდა დაკარგოთ, რადგან ევროპა ღია დარჩება საქართველოსთვის”, – თქვა ცაჰკნამ. ნეტგაზეთის კითხვაზე, განიხილება თუ არა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი, ცაჰკნამ აღნიშნა: “დიახ, ჩვენ განვიხილავთ სანქციებს საქართველოს და გარკვეული ადამიანების წინააღმდეგ. ესტონეთმა უკვე შეიტანა ეროვნული სანქციების სიაში ადამიანების ძალიან გრძელი სია, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ ეს ზეწოლა იმუშავებს. ის თუ რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ჩვენ, ესტონელებს, ნამდვილად გვესმის, რომ სიტუაცია რთულია”.

    მასალის გამოყენების პირობები



    









    სხვა სიახლეები
    
                        
                 
                
                    
                          რუსეთი ამტკიცებს, რომ კიევ-პეჩერის ლავრას ამერიკული Patriot-ის "ვადაგასული" რაკეტა მოხვდა
                        რუსული მხარე ირწმუნება, რომ ღამით კიევზე მიტანილი იერიშის ფარგლებში ისტორიული კიევ-პეჩერის ლავრა მათ არ დაუბომბავთ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რელიგიური ძეგლი ამერიკული Patriot-ის საჰაერ...
                    

                    
                            რუსეთ-უკრაინის ომი
                         • 13 წუთის წინ
                
            
                        
                 
                
                    
                          „მივესალმებით აშშ-ს და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას“ – კობახიძე
                        ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს, რომ მიესალმება აშშ-ს და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას და იმედოვნებს, რომ ეს "კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას" გამოიწვევს. "მივესალმებით ამერიკის შეერთ...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 15 წუთის წინ
                
            
                        
                 
                
                    
                          „შენ ელაპარაკე ბებიაჩემს საფლავში, სადაც წევს, შე ნაძირალა“ - დაპირისპირება საზმაუს ბორდის სხდომაზე
                        ხმაური და დაპირისპირება იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის სხდომაზე, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ერთმანეთს სამეურვეო საბჭოს წევრები, ტელევიზიის თანამშრომლები და ხელმძღვანელო...
                    

                    
                            საზოგადოება
                         • 36 წუთის წინ
                
            
                        
                 
                
                    
                          ,,მართლმადიდებლობა რუსულად“ - ნიკა გვარამია კიევ-პეჩერის ლავრის აფეთქებაზე
                        ,,კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია: ,,მართლმადიდებლობა რუსულად: რუსებმა დაბომბეს და ცეცხლში გაახვიეს მართლმადიდებლობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი კერა მსოფლიოში, კიევ-პეჩერის ლავრა. სლავური...
                    

                    
                            სოცმედია
                         • 48 წუთის წინ
                
            
                        
                 
                
                    
                          „ამ ბოლო წლებში თუ ათწლეულებში გამოიჩეკა ხალხის რაღაცა გვარი, სახეობა, თუ რა ქვიათ მაგათ, რომლებიც სვავებივით ნადირობენ სიცუდეზე, სიბილწეზე და სცხებენ წესიერ ადამიანებს ტალახს“ - გია მურღულია
                        "რატომღაც, ამ ბოლო წლებში თუ ათწლეულებში გამოიჩეკა ხალხის რაღაცა გვარი, სახეობა, თუ რა ქვიათ მაგათ, რომლებიც სვავებივით ნადირობენ სიცუდეზე, სიბილწეზე და სცხებენ წესიერ ადამიანებს ტალახს. ეს არის მათი...
                    

                    
                            საზოგადოება
                         • 54 წუთის წინ
                
            
                        
                 
                
                    
                          ლიზა ბაგრატიონი და საზმაუს თანამშრომლები ბოდიშს იხდიან და ამტკიცებენ, რომ 10 წლის ბავშვის დაცემა ვერ შენიშნეს
                        "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დღის გადაცემის წამყვანი, მომღერალი ლიზა ბაგრატიონი  ბოდიშს უხდის 10 წლის ბავშვს და მის ოჯახს, რომელმაც გადაცემაში გუნდის სიმღერის გონება დაკარგა. “პირველმა არხმა“ სათვალთვა...
                    

                    
                            საზოგადოება
                         • 56 წუთის წინ
                
            
                


მეტის ნახვა
← მთავარი