პოლიტიკა
Freedom House სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის პრიზს გადასცემს
Freedom House-მა განაცხადა, რომ 20 მაისს, ვაშინგტონში, ყოველწლიური დაჯილდოებისა და ორგანიზაციის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის პრიზი გადაეცემა.
„ჯილდო აღიარებს მის განსაკუთრებულ მიღწევებს დემოკრატიის განვითარებაში — დიპლომატიისა და საჯარო სამსახურის გზით,” — წერს Freedom House 13 მაისს X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მარკ პალმერის პრიზი გამოარჩევს დიპლომატებსა და სამთავრობათაშორის ინსტიტუტებში მოღვაწე საჯარო პირებს, რომლებიც გამორჩეული წვლილი შეიტანეს დემოკრატიის განვითარებაში. ჯილდო ადრეც გადაეცათ მრავალ გამოჩენილ დიპლომატსა და საერთაშორისო მოხელეს.