← მთავარი
პოლიტიკა

ზარქუა 26 მაისზე: „ოპოზიციის ამოცანაა ახალგაზრდობა გამოიტყუოს — ახალგაზრდებს ვურჩევ, თავს ნუ გამოაყენებინებენ”

20 მაისი, 2026 · წყარო: newposts.ge
ზარქუა 26 მაისზე: „ოპოზიციის ამოცანაა ახალგაზრდობა გამოიტყუოს — ახალგაზრდებს ვურჩევ, თავს ნუ გამოაყენებინებენ”

„ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა ოპოზიციური ალიანსის 26 მაისის გეგმებს ეხმიანება. მისი შეფასებით, ალიანსის საფუძველი „ნაცმოძრაობის” ელექტორატია — საქართველოში შემორჩენილი დაახლოებით 20 პროცენტი. „ქართული საზოგადოებისთვის „რვიანები”, „ცხრიანები” და „თხუთმეტიანები” ნაკლებად საინტერესოა”, — განაცხადა ზარქუამ.

დამოუკიდებლობის დღის — 26 მაისის — შესახებ ის ასე გამოვიდა: „26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ და მათი ამოცანაა, ახალგაზრდობა საღამოს რუსთაველის გამზირზე გამოიტყუონ, პატრონებს ანახონ, დაგვაფინანსეს, ხალხი გვყავსო. ახალგაზრდებს ვურჩევ, თავს ნუ გამოაყენებინებენ.”

26 მაისს ოპოზიციური ალიანსი საპროტესტო აქციას გამართავს.

← მთავარი