← მთავარი
პოლიტიკა

პაპუაშვილი: „ტყუილად ნუ გვაშინებენ დრაკონული პროცედურებით” — ვიზა ავიღე და ევროკავშირში ვიყავი

10 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
პაპუაშვილი: „ტყუილად ნუ გვაშინებენ დრაკონული პროცედურებით” — ვიზა ავიღე და ევროკავშირში ვიყავი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი TV იმედის ეთერში ევროკავშირის მიერ ქართელი ოფიციალური პირების დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო რეჟიმის შემოღებას ამსუბუქებს.

„დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო რეჟიმი არსებობს, სხვათა შორის, არაერთხელ ვიყავი ამის შემდეგ ევროკავშირში სხვადასხვა ვიზიტით, ვიზაც ავიღე… ასე რომ, ტყუილად ნუ გვაშინებენ რაღაც დრაკონული პროცედურებით”, — განაცხადა პაპუაშვილმა.

← მთავარი