← მთავარი
პოლიტიკა

მარკო რუბიო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
მარკო რუბიო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 26 მაისს ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა — მილოცვის ტექსტი სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს,” — ნათქვამია განცხადებაში.

რუბიო ხაზს უსვამს, რომ 2026 წელი ახალ შესაძლებლობებს ხსნის ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობის გასაღრმავებლად. „შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, როდესაც ისინი ცდილობენ მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიღწევას,” — ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო მდივანი ასევე ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები „ერთგულია პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ.”

← მთავარი