ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თბილისში ვიზიტად მყოფ წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს ცნობით, „შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფანზე” და საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლისა და სატრანსპორტო ჰაბის როლზე.” ორივე მხრიდან გამოთქვეს „მტკიცე მზაობა გაგრძელდეს მუშაობა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით”.
სახელმწიფო დეპარტამენტს წარმოადგენდნენ: პიტერ ანდრეოლი — რუსეთისა და კავკასიის საკითხთა ოფისის დირექტორი; ჩარლზ იოკი — სახელმწიფო მდივნის აპარატის თანაშემწე საგანგებო საკითხებში; ასევე, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი. დელეგაცია საქართველოში 24 მაისს ეწვია და 29 მაისს გაემგზავრება.
25 მაისს დელეგაცია ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. საელჩოს ცნობით, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა „იმაზე, თუ რა არის საჭირო ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ქართველი და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის გაზრდის გზაზე”.