← მთავარი
პოლიტიკა

ანგარიში იქნება ძალიან კრიტიკული - რასა იუკნევიჩიენე

17 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
ანგარიში იქნება ძალიან კრიტიკული - რასა იუკნევიჩიენე

“ანგარიში იქნება ძალიან კრიტიკული და ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრების გამო, ესეც „ოცნების“ დეზინფორმაციაა ჩემს შესახებ… მე არ ვარ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს მეგობარი ვარ“ - რასა იუკნევიჩიენე

        პოლიტიკა • 2:24

        
            
            
            
            
            
            
            

            
            

            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            

                        


    

    
    
    
    
    
        

        

        
        
    

    

    
    



        
        
    
    
    
        
    



    
        "ანგარიში იქნება ძალიან კრიტიკული, ყველაზე კრიტიკული კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველაზე კრიტიკული და ეს არეა არის მხოლოდ ჩემი მოსაზრების გამო, ესეც ქართული ოცნების დეზინფორმაციაა ჩემს შესახებ. როგორც ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანზე აქ, რომელიც თითქოსდა საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს, არა მე არ ვარ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს მეგობარი ვარ. მაგრამ სხვა მომხსენებლები, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან ზოგჯერ ჩემზე კრიტიკულებიც კი არიან. ამჯერად დებატებიც კი არ ყოფილა. ადამიანებმა ისაუბრეს და ერთ აზრზე იყვნენ, გარდა ერთი პრორუსული პოლიტიკური ჯგუფისა, რომელიც ძირითადად დაკომპლექტებულია "ალტერნატივა გერმანიისთვის" წვერებით, მაგრამ ეს კარგად ნაცნობი პრორუსი პოლიტიკოსები არიან და გასაკვირი არ არის, რომ სხვა მოსაზრებები ჰქონდეთ. ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ყველაზე დიდი მეგობარი ვიქტორ ორბანი იყო და მან მწარედ წააგო არჩევნები - ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი გარღვევაა. ევროკავშირის "ორბანიზაცია" არ მოხდა... არიან სხვა ქვეყნებიც, "ქართული ოცნება" ცდილობს მათთან მუშაობას, რომ ნახეთ, საქართველო ასეთი მნიშვნელოვანია ევროპისთვის. განსაკუთრებით ახლა, როდესაც რუსეთი სანქციების ქვეშაა, ენერგოპოლიტიკა, ყველაფერი. ისინი იყენებენ ამ კარტს. მაგრამ საქართველო აღარ არის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ახლა სომხეთი ხდება რეგიონში ლიდერი დემოკრატიის მხრივ. ისინი უკვე იბარებენ ევროკავშირის დროშას საქართველოსგან, სამწუხაროდ ქართველებისთვის. ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სომხების მხარდაჭერა, რადგან ეს მათი იმედიც არის, რომ რეგიონში სულ არ დაიკარგოს ევროპული მიდგომა [ნეტგაზეთი]" | ამბობს რასა იუკნევიჩიენე, ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე
        
    


    
    
    



    
        
        

    


    
    მასალის გამოყენების პირობები



    









    სხვა სიახლეები
    
                        
                 
                
                    
                          „ღარიბაშვილი და ლილუაშვილი ციხეში სხედან იმიტომ, რომ ერთი კლანი აღმოჩნდა მეორეზე ძლიერი“ - თინა ხიდაშელი
                        თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში ყოფნას კორუფციასთან არანარი საერთო არ აქვს. როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, მიზეზი ეს რომ...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 2:45
                
            
                        
                 
                
                    
                          „ჩვენ შევთანხმდით უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების, შორ მანძილზე მოქმედი საშუალებების მიწოდების გაზრდაზე. ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის ომის ეკონომიკაზე“ - G7-ის განცხადება
                        G7-ის ლიდერები უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდაზე შეთანხმდნენ | ინფორმაციას უკრაინული მედია დიდი შვიდეულის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ისინი გააძლიერებენ სანქციების გზით ზეწოლა...
                    

                    
                            რუსეთ-უკრაინის ომი
                         • 2:22
                
            
                        
                 
                
                    
                          „ივნისის განმავლობაში: 5 043 მატლი (ოკუპანტი), მტრის 26 074 სამიზნეა განადგურებული/დაზიანებული" - უკრაინის უპილოტო აპარატების ძალების მეთაური
                        "ბოლო 2 დღის განმავლობაში, უპილოტო სისტემების ძალების დაჯგუფების პილოტებმა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ 648 მატლი (ოკუპანტი) გამოაკლეს (გაანადგურეს).48 საათში განადგურებულია/დაზიანებულია მოწინააღმდე...
                    

                    
                            რუსეთ-უკრაინის ომი
                         • 2:18
                
            
                        
                 
                
                    
                          სომხეთში აშშ, საფრანგეთი და საბერძნეთი სამხედრო წვრთნებს "პარტნიორ არწივს" ჩაატარებენ
                        სომხეთში აშშ, საფრანგეთი და საბერძნეთი სამხედრო წვრთნებს "პარტნიორ არწივს" ჩაატარებენ| სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, NATO-ს ქვეყნებთან ერთად ოთხმხრივი წვრთნები 17-25 ივნისს გაიმართება. წვრთნე...
                    

                    
                            მსოფლიო
                         • 0:42
                
            
                        
                 
                
                    
                          "ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით“ - ნიკოლოზ სამხარაძე
                        "ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში დიალოგის გასაახლებლად. ასევე მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო ფორმალური მიზეზი ევროკავშირსა და საქართველოს შორის...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 0:24
                
            
                        
                 
                
                    
                           „ნეტა თუ იციან, რამდენი კარგი რაღაც გამიკეთეს ამ დაჭერით” – რეზო კიკნაძე 
                        სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე წერილს აქვეყნებს: ამას წინათ სასეირნოდ ვიყავით ასულები, ე.წ. „პრაგულკაზე“. გვერდითა კაბინებიდან სხვა პატიმრების ხმები გვესმოდა. ვიღაც ამბობდა – მე 6 თვე მომისაჯეს და 2...
                    

                    
                            სოცმედია
                         • 16 ივნისი 13:18
                
            
                


მეტის ნახვა
← მთავარი