ბოკუჩავა პოლიტიკურ ჭორაობას უწოდებს ჟორჟოლიანისთვის ენმ-ს თავმჯდომარეობის შეთავაზებას
„გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მე ამ უდიდეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ავიღებ თუ არა, მე არ მაქვს მიღებული და ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შევძლებთ პარტიის შიგნით, მათ შორის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან… ყოვლად მიუღებლად მიმაჩნია, პოლიტიკურადაც და ეთიკურადაც გაუმართლებლად მიმაჩნია, რომ ისე მოვახდინოთ პოლიტიკური საბჭოს რეფორმირება, რომ ამის შესახებ აზრი არ ვკითხოთ საბჭოს მდივანს, ლევან ხაბეიშვილს“, - თქვა თინა ბოკუჩავამ.მას ჟურნალისტმა ჰკითხა, იცოდა თუ არა, რომ პატიმრობაში მყოფი პარტიის დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს თავმჯდომარეობას სთავაზობდა.ინტერვიუს დასაწყისში მან ამ კითხვას ასე უპასუხა: „ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს პრეზიდენტ სააკაშვილთან საუბარი, მათ შორის ჩემი ინიციატივით იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიაში აუცილებელია გარკვეული ცვლილებები…“ მოგვიანებით კი თქვა, რომ „ეს პრეზიდენტ სააკაშვილს თავად არსად არ დაუწერია… მე არასდროს არ ვერთვები ხოლმე ასეთ დისკუსიებში. აქ არის პოსტი, რომლითაც მე ვხელმძღვანელობ… პოლიტიკური ჭორაობა ჩემი სფერო და ინტერესი არასდროს არ იყო.“თინა ბოკუჩავას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე 2-წლიანი ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ეწურება.ცვლილებები „ნაციონალურ მოძრაობაში“10 ივნისს პატიმრობაში მყოფი მეხუთე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელია, თქვა, რომ მათ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდებოდა.„მე არამხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუკზე“.იმავე პოსტში სააკაშვილმა ახსენა პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა:„ნანუკას აქვს ჩემი სრული ნდობა და მანდატი ჩვენს მრავალრიცხოვან წევრებთან და პარტიის თავმჯდომარე თიკა ბოკუჩავასთან ერთად ცვლილებების განსახორციელებლად“.დღეს, 16 ივნისს თინა ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილს რამდენჯერმე გადაუხადა მადლობა „ნდობის მანდატისთვის“.
ასევე ნახეთ
სააკაშვილი: შევთანხმდით, შემოვიერთოთ ნანუკა ჟორჟოლიანი. ჟორჟოლიანი: მოლაპარაკების ეტაპია
მეორე დღეს, 11 ივნისს ჟორჟოლიანმა თქვა, რომ მას სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარეობას სთავაზობდა, რასაც არ დათანხმდა.„თავიდან, მოლაპარაკების პირველი რაუნდი იყო თავმჯდომარეობა - ჩემს თავს ვერ ვხედავ. მე ვთვლი, რომ „პური მეპურემ უნდა აცხოს“ და ადამიანებს რომ განცდა აქვთ ყველაფერი შეუძლიათ, ამან დაღუპა ეს ქვეყანა („ქოცების“ პრეზიდენტს ვგულისხმობ). ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რისი კომპეტენცია გვაქვს და რისი - არა…თუ ჩვენ შევთანხმდებით მთავარ საკითხებზე, თანათავმჯდომარის თანამდებობა არის სრულიად საკმარისი, რომ მე ეს ცვლილებები განვახორციელო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჟორჟოლიანმა.
ასევე ნახეთ
„შემიძლია მიშას ტემპი შევიტანო“ - რა გეგმითა და ინტერესით მიდის ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ში
ბოკუჩავა ამბობს, რომ არ იზიარებს აზრს პარტიაში „ორხელისუფლებიანობასთან“ დაკავშირებით და მისი ამ მოსაზრების შესახებ ინფორმირებულია სააკაშვილიც.