პაპუაშვილი კოპენჰაგენზე: „ის კადრები, რაც ვიხილეთ, ადამიანურ მოპყრობასთან კავშირი არ აქვს”
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დანიის პოლიციის ქმედებების გამო კოპენჰაგენში ქართველ მომიტინგეებზე მომხდარ ძალადობაზე საუბარს განაგრძობს.
„ის კადრები, რაც ჩვენ ვიხილეთ, არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანურ მოპყრობასთან. ისინი ამბობენ, დიალოგი ვერ შედგა, ამიტომ ძაღლები მოიქსიეს — ეს არ არის დამაკმაყოფილებელი. მნიშვნელოვანია, გამოიძიოს დანიის ხელისუფლებამ ეს საქმე და დაისაჯოს ყველა, ვინც ძალადობაში იყო ჩართული,” — განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე დამატებით ახსენებს, რომ „დანიას ძალიან მძიმე მემკვიდრეობა აქვს ადამიანის უფლებების მხრივ”: 90-იანი წლების ჩათვლით ქვეყანაში სისტემატიურად სტერილიზებდნენ გრენლანდიის ადგილობრივ ქალ მოსახლეობას, მათ შორის არასრულწლოვნებს — „12 წლის გოგონებს, მოტყუებით.” ეს საქმე, პაპუაშვილის სიტყვით, „დღემდე გამოუძიებელია.”
ოპოზიციას, რომელიც კოპენჰაგენის ინციდენტს კრიტიკულად შეხედა, პარლამენტის თავმჯდომარე ასე პასუხობს: „ქართული რადიკალური ოპოზიცია ამბობს — კი, ძალადობა იყო, მაგრამ სამაგიეროდ დანია მდიდარია. ეს არის მათი ევროპული ღირებულება?”