ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო დიალოგი დასრულდა
საქართველოსა და ევროკავშირის ოფიციალური პირები 11 ივნისს ბრიუსელში „გაფართოებული დიალოგისთვის“ შეიკრიბნენ მას შემდეგ, რაც დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს უვიზო რეჟიმი შეუჩერდათ. შეხვედრის შემდეგ ქართულმა მხარემ „პოზიტიური განწყობა“ დააფიქსირა, ხოლო ევროკავშირის წარმომადგენელმა მოლაპარაკებებს „საკმაოდ უშედეგო“ უწოდა.შეხვედრა, რომელიც ევროკავშირის ვიზების რეგულაციებით გათვალისწინებული „სტანდარტული პროცესის“ ნაწილი იყო, რომელიც შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისას სავალდებულოა, ფართო შეშფოთების ფონზე გაიმართა, რომ თავდაპირველად ერთი წლით მიღებული ზომა საბოლოოდ შეიძლება ჩვეულებრივ პასპორტებზეც გავრცელდეს და მთელი ქვეყნის მოსახლეობას შეეხოს.ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა შეხვედრის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მიზანი იყო „იმ გარემოებების გამოსწორება“, რამაც შეჩერება გამოიწვია, რაც, მისი თქმით, განაპირობა „საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების დარღვევამ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში“.შეხვედრის შემდეგ, სახელისუფლებო მედიისთვის გაზიარებულ განცხადებაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერება „უსამართლო“ ნაბიჯი იყო, რომ ევროკავშირის მოთხოვნები ზოგიერთი კანონის გაუქმების შესახებ „უსაფუძვლოა“ და რომ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელოს თანამშრომლობა „ურთიერთპატივისცემის“, „თანასწორობისა“ და „საერთო ინტერესების“ საფუძველზე. მან ასევე აზი გაუსვა „მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის“ მნიშვნელობას.This post is also available in:
English Tagsევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა უვიზო მიმოსვლა
Copy URL URL Copied