ნიკა გვარამია: „საქართველოში აშშ-ის მაღალი რანგის დელეგაცია იმყოფება — პროცესები დიდი გამადიდებელი შუშის ქვეშ არის”
„ოპოზიციური ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში ამჟამად აშშ-ის მაღალი რანგის დელეგაცია იმყოფება — შეხვედრები ოპოზიციასთანაც და ხელისუფლებასთანაც მიმდინარეობს.
„მოვუწოდებ „ხელისუფლებას” — შეიკავოს თავი ნებისმიერი ინციდენტისგან. პროცესები ძალიან დიდი გამადიდებელი შუშის ქვეშ არის, როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ყველამ შეიკავოს თავი უკანონო ქმედებისგან — ნებისმიერი ტიპის ესკალაციისგან. ჩვენი პროტესტი მშვიდობიანია და ემყარება კონსტიტუციურ უფლებებს,” — განაცხადა გვარაmiamამ.
გვარამიას თქმით, ოპოზიცია 500 დღეზე მეტია უწყვეტ პრინციპულ პროტესტს მართავს და „რეჟიმის ჩამოშლის” მიზანს ინარჩუნებს. 26 მაისს 19:00 საათზე სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი მარშით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ. მანამდე ეცდებიან ტექნიკა შეიტანონ და სცენა დამონტაჟდეს.