კახა კალაძე: ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს, ეკონომიკური მიმართულებით
„ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით“ - კახა კალაძე სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტზე
პოლიტიკა • 13:17
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, რისთვისაც საქართველო მზად არის.
„მივესალმებით პრეზიდენტ ვუჩიჩის ვიზიტს, დელეგაციასთან ერთად.
ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და აღნიშნული ვიზიტიც მიუთითებს იმაზე, რომ მათი მხრიდანაც არის მზადყოფნა ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ და უფრო საინტერესო გავხადოთ ჩვენი ქვეყნებისთვის“, - განაცხადა კალაძემ მედიასთან საუბრისას.