"გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე" — შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ საქართველოში მისიის დასრულებას გამოეხმაურა.
ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, ბატონმა ფიშერმა დიდი ზიანი მიაყენა საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს
პეტერ ფიშერი: ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა
პაპუაშვილმა გააკრიტიკა დიპლომატის წასვლის ფორმა და აღნიშნა, რომ მან დამშვიდობების გარეშე წასვლით ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ სრული უპატივცემულობა გამოხატა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ელჩმა თავისი სამწლიანი მოღვაწეობით ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობა დააზიანა, თუმცა გამოთქვა იმედი, რომ მისი წასვლა თბილისსა და ბერლინს შორის ურთიერთობების ახალი, პოზიტიური დასაწყისის საფუძველი გახდება.
“ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრეზიდენტს, არც პრემიერმინისტრს, არც პარლამენტს დაემშვიდობა და ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს ადამიანი პატივს არ სცემს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ეს არის მთავარი პრობლემა, რაც მის ელჩობას თან ახლდა. ამ ნაბიჯითაც მან საკუთარი დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის, ისტორიისა და სუვერენიტეტის მიმართ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ჰქონდა და აქვს სრული უპატივცემულობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისა. რაც შეეხება მისი ელჩობის პერიოდს, სამწუხაროა და ეს არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ადამიანმა მოახერხა და სამ წელიწადში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია. იმედი მაქვს, მისი წასვლა იქნება საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გამოსწორების, ახალი დასაწყისის საფუძველი. არაერთხელ გვითქვამს, რამხელა მადლიერებაა ქართველ ხალხში გერმანიის სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც დამოუკიდებლობის დღეების პირველივე დღეებიდან გვერდში დაუდგა საქართველოს. ჩვენ გვახსოვს ედუარდ შევარდნაძის და ჰანს გენშერის განსაკუთრებული ურთიერთობა, რამაც განაპირობა ქვეყნებს შორის სწრაფი პოლიტიკური ურთიერთობების დამყარება. სამწუხაროდ, ეს მემკვიდრეობა, რომელიც გენშერის დროიდან მოსდგამდა გერმანიას, ბატონმა პეტერმა სამ წელიწადში დაანგრია იმ მხრივ, რომ აჩვენებდა ყველანაირ ნეგატიურ განწყობას ქართულ სახელმწიფოს საქართველოს ხელისუფლების მიმართ”, — განაცხადა პაპუაშვილმა.
დღეს, გერმანისს ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ მათი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მან გამოსამშვიდობებელ წერილთან ერთად 9 აპრილს გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
პეტერ ფიშერი: ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა
ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, ბატონმა ფიშერმა დიდი ზიანი მიაყენა საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს
“ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen”, — დაწერა პეტერ ფიშერმა.
პიტერ ფიშერი საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობად 2022 წლიდან იკავებდა.