პოლიტიკა
ახალი არაფერი არ არის, წლებია ვაფიქსირებთ, რომ ღია ვართ EU-სთან დიალოგისთვის - ბოჭორიშვილი
„ახალი არაფერი არ არის, წლებია ვაფიქსირებთ, რომ ღია ვართ EU-სთან დიალოგისთვის“ - ბოჭორიშვილი
პოლიტიკა • 1:37
ახალი არაფერი არ არის. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე, საქართველო არ არის ის მხარე, რომელმაც შეაჩერა ან შეწყვიტა დიალოგი. შესაბამისად, არც მზაობა აკლდა დიალოგს და არც სურვილი. არასდროს გვითქვამს, რომ ჩვენ არ თქვენთან საუბარი და შევწყვეტთ ევროკავშირთან დიალოგს. პოლიტიკური გზავნილი მუდმივად იყო, რომ თქვენ რაც არ უნდა გააკეთოთ, როგორ ცუდადაც არ უნდა მოიქცეთ, ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ამაზე მეტი ღიაობის გზავნილი რა შეიძლება ყოფილიყო ქართული მხრიდან. ასეთი იყო გზავნილი მაშინაც, როცა კონკრეტული ქვეყნები უსამართლო სანქციებს აწესებდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. მაშინ არ გამოგვიხატავს რადიკალური პოზიციები და მით უმეტეს, ბრიუსელთან. [...] უბრალოდ, ბოლო პერიოდში, რადგან სავიზო საკითხებზე შედგა დიალოგი, გარკვეული საუბრებიც გააქტიურდა ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ მოგვიწია სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა ფორმატში, რასაც წლებია ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის. თქვა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა TV იმედის ეთერში. ცნობისთვის, ივანიშვილის დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ ლუქსემბურგში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომ მზად არიან კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ქართულმა დელეგაციამ ლუქსემბურგის მხარეს სთხოვა, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი, რომ საქართველოსთან დიალოგი განახლდეს.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
„ჩემი მეგობარი ელენე ხოშტარია საქართველოში პოლიტიკური პატიმარია“ - ლორა თორნტონი
"მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, ლორა თორნტონი ციხეში ელენე ხოშტარიას გაუარესებულ მდგომარეობას ეხმაურება. თორტონი "ოცნებას" ავტორიტარულ, პრორუსულ რეჟიმად მოიხსენიებს...
პოლიტიკა
• 10 წუთის წინ
„ელენე ხოშტარია უნდა გათავისუფლდეს“ - ნიკა გვარამია
8 პოლიტიკოსის საქმე - "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია დღევანდელ პროცესზე დააყენებს შუამდგომლობას, რომელიც ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხება. როგორც პროცესის დაწ...
პოლიტიკა
• 17 წუთის წინ
"დღეს დილით ილიასთან ვიყავი... დახუჭული თვალებით მიყურებს და მითხრა - "როცა ჩემპიონები ვეცემით, ძლიერად ვეცემით"
"დღეს დილით ილიასთან ვიყავი. მას თვალ-ბუდის ძვლების და ცხვირის მოტეხილობები აქვს. დილით ჭრილობები დაუმუშავეს და თვალის წესიერად გახელა ჯერ კიდევ უჭირდა. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ ამ ზ...
სპორტი
• 1:28
უკრაინამ მოსკოვზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა
უკრაინელებმა მოსკოვზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანეს | რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის ოლქში დაიბომბა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. მათივე მტკიცებით, "საჰაერო თავდაცვის ძალები იგერიებენ მასშტაბუ...
რუსეთ-უკრაინის ომი
• 1:27
„ეს დაჯარიმებული კაცი ვინაა? ან რა საჩივარი შევიტანე? ვის რაში სჭირდება თქვენი დაცვა? მართლა გარეკილი აქვთ“ – ლევან სანიკიძის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე დააჯარიმეს
ენმ–ის ერთ–ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე, სოციალურ ქსელში, წერს: ან ეს დაჯარიმებული კაცი ვინაა? ან რა საჩივარი შევიტანე? ვის რაში სჭირდება თქვენი დაცვა? მართლა გარეკილი აქვთ. ივანიშვილის რეჟიმის მაღალჩი...
სოცმედია
• 0:22
„თუ აშშ და ირანი 60 დღეში ვერ შეთანხმდებიან, დარტყმებს განვაახლებთ“ - ტრამპი
დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ აშშ და ირანი 60 დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ დარტყმებს განაახლებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დასძინა, რ...
მსოფლიო
• 0:10
მეტის ნახვა