← მთავარი
პოლიტიკა

„ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ“ - არჩილ გორდულაძე

13 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
„ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ“ - არჩილ გორდულაძე

“ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს - პრაქტიკულად სხვა ხალხს, მთავრობისა და ძალოვანების ახალ შემადგენლობას გადასცა, რომლებმაც პირწმინდად გაწმინდეს და გაასუფთავეს ეს პრობლემები, კორუფციაზე უმაღლესი თანამდებობის პირები დააკავეს და ისიც ფაქტია, რომ არც ის პოლიციელები დაინდეს, ვინც დანაშაული ჩაიდინა. როგორც აღმოჩნდა, ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ! რაც შეეხება ინფორმაციის დამალვას, რომ დანაშაულში მხილებული პირები დაკავებულები არიან, სწორედ ეს არის მავნებლობა და ინფორმაციული ძალადობა ადამიანებზე…” | წერს სოციალურ ქსელში ოცნების დეპუტატი არჩილ გორდულაძე  გუშინ TV პირველმა კადრები გაასაჯაროვა და თქვა, რომ პოლიციელები ხალხის წამების კადრებს საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო ვინც მათ ეს ჩათი გაუტეხა და სისტემის მხილებისთვის ფაილები გადმოწერა, დააკავეს. მათივე ცნობით, შსს-ს თანამშრომლები სასურველ ჩვენებებს სწორედ ამ მეთოდებით მოიპოვებენ. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, “ეს ხდება პოლიციაში და შეუძლებელია, სხვებს არ გაეგოთ და ხელმძღვანელობას არ სცოდნოდა”. როგორც TV პირველს დაკავებული პირის დედა ეუბნება, პოლიციელები მოქალაქეებს “სიგარეტებს აწვავენ, აქრობენ ტანზე და აშიშვლებენ”

← მთავარი