← მთავარი
სამართალი

ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი დააკავეს — 43 ავტომობილის ჩამოყვანის სანაცვლოდ უცხოელი კლიენტისგან 374 000 დოლარი მიისაკუთრა

12 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი დააკავეს — 43 ავტომობილის ჩამოყვანის სანაცვლოდ უცხოელი კლიენტისგან 374 000 დოლარი მიისაკუთრა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის სამართველოს თანამშრომლებმა ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი თაღლიობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების მასალების თანახმად, ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეთავაზა 43 ავტომობილის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანა. კლიენტმა სულ 374 000 აშშ დოლარი გადაიხადა, მაგრამ ბრალდებულმა ეს თანხა თაღლიურად მიისაკუთრა და ვალდებულება არ შეასრულა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

← მთავარი