← მთავარი
სამართალი

4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 8 პირი საპროცესო შეთანხმებების საფუძველზე გაათავისუფლეს

13 ივნისი, 2026 · წყარო: civil.ge
4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 8 პირი საპროცესო შეთანხმებების საფუძველზე გაათავისუფლეს

2025 წლის 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე ბრალდებულ რვა პირს საპროცესო შეთანხმებები გაუფორმდა და შვიდი მათგანი სასამართლოს დარბაზიდანვე გათავისუფლდა, ხოლო მერვე დაკავებული, ევა შაშიაშვილი შვიდი თვით ადრე, ჯანმრთელობის პრობლემებისს გამო გირაოთი გაათავისუფლეს.გათავისუფლებულებს შორის არიან ალექსანდრე გოგოლაძე, სულხან აბრალავა, გოჩა კატაშვილი, დავით ღურწკაია, ჯანდრი თირქია, რამაზ ჯორბენაძე და გენადი კელიხაშვილი. მათ, ასევე ევა შაშიაშვილს, ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და/ან სტრატეგიული შენობების ხელში ჩაგდების მცდელობაში ედებოდათ.მათგან ყველამ აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ ნანობდა თავის საქციელს, რის საფუძველზეც მათთან საპროცესო შეთანხმებები გაფორმდა. მათ სამწლიანი პირობითი სასჯელები შეეფარდათ.This post is also available in:

English Tags4 ოქტომბრის არეულობა

Copy URL URL Copied

← მთავარი