← მთავარი
სამართალი

საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა

16 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა

        კრიმინალი • 6:21

        
            
            
            
            
            
            
            

            
            

            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            

                        


    

    
    
    
    
    
        

        

        
        
    

    

    
    



        
        
    
    
    
        
    



    
        საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა - პასუხისგებაში 8 პირი მისცეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში დახმარების, ჯგუფურად ჩადენილი ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დაკავებულ და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში  მიცემულ იქნა, ჯამში, 8 პირი, რომელთაგან ორ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება და მათ მიმართ გამოცხადდება ძებნა.საქმე შეეხება სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ, მათი კომპანიაში მუშაობის პერიოდში გამოყენებულ კორუფციულ სქემებს, რითაც სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე.გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის შემოდგომაზე, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სააქციო საზოგადოების კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო სს ,,საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შავი ლითონის შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა. პარალელურად, წინასწარ შერჩეული კომპანიების გამოყენებით, უნდა შედგენილიყო საგადასახადო დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ შავ ლითონს გაუჩნდებოდა ფორმალური, ვითომდა ლეგალური წარმომავლობა და განხორციელდებოდა მისი რეალიზაცია. დავით ფერაძემ დანაშაულებრივ სქემაში ეტაპობრივად ჩართო არაერთი პირი, მათ შორის სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორი. დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო კიდევ ერთი პირი, რომელსაც ფაქტობრივ მმართველობაში გააჩნდა რამდენიმე მეწარმე სუბიექტი - შპს ,,კახეთი“, შპს ,,ნოვა ტრანსი“, შპს ,,ჯადექსა“, შპს ,,სამშენებლო სარემონტო კომპანია ხურო“ და შპს ,,გრანდ კახეთი“. დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად, სს ,,საქართველოს რკინიგზამ“ ორ ეტაპად - 2020 წლის 08 თებერვალსა და 09 სექტემბერს გამოაცხადა ორი ტენდერი შავი ლითონის ტრანსპორტირების, დახარისხების, დაჭრისა და ერთად შეგროვების მომსახურების შესყიდვაზე, რომლებშიც გამარჯვებულად გამოცხადდა დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირების მიერ დაფუძნებული და ფაქტობრივ მმართველობაში არსებული შპს ,,კახეთი“. იმავდროულად, დავით ფერაძესთან შეთანხმებით, ერთ-ერთი პირი, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ უფლებამოსილი თანამშრომლების გვერდის ავლით, უზრუნველყოფდა წამოსაღები შავი ლითონის ადგილზე დაუთვლელად, აწონის გარეშე და ზოგ შემთხვევაში, დოკუმენტურად უკვე აღრიცხული შავი ლითონის ხელოვნურად შემცირებული რაოდენობით გატანას. შესაბამისად, დოკუმენტური მხარე ფორმდებოდა იმგვარად, რომ მომავალში შეუძლებელი გამხდარიყო დანაკლისის არსებობაზე პასუხისმგებელი პირის დადგენა, რაც საბოლოოდ გაამარტივებდა მის სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ბალანსიდან ჩამოწერას.შპს ,,კახეთის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას, დავით ფერაძის ორგანიზებით, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ტერიტორიებიდან, დასაწყობების ნაცვლად, სისტემატურად ხორციელდებოდა მოგროვებული შავი ლითონის ნაწილის სატვირთო ავტომობილებით გატანა და რუსთავში მდებარე შპს „ჯეოსთილის“ საწარმოში ჩაბარება. პროცესში  მონაწილეობდნენ და მეთვალყურეობას უწევდნენ როგორც ზემოხსენებული სააქციო საზოგადოების წინასწარ შერჩეული წარმომადგენლები, ასევე დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირები - შპს ,,კახეთის“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი, შპს ,,ნოვა ტრანსის“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი, შპს ,,ჯადექსას“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი და შპს ,,სამშენებლო სარემონტო კომპანია ხუროს“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი. ამავდროულად, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ გვერდის ავლით რეალიზებული შავი ლითონის ნაწილის დანაშაულებრივი წარმომავლობისა და მასზე საკუთრების უფლების შენიღბვის, ასევე ტრანსპორტირება/რეალიზაციის გაადვილებისა და დანაშაულში მონაწილე მეწარმე სუბიექტებისათვის ხელოვნური ნაშთის შექმნის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ დამზადებულ იქნა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები.ამდენად, ზემოაღწერილი დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, 2020-2021 წლებში მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯამში, დაუფლებულ იქნა სს ,,საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი 22 120 ტონა შავი ლითონი, რაც წარმომავლობის შეცვლის შემდგომ 17 391 121 ლარად შეისყიდა შპს ,,ჯეოსთილმა“. შპს ,,ჯეოსთილისგან“ მიღებული თანხა აკუმულირდა შპს ,,ნოვა ტრანსისა“ და შპს ,,ჯადექსას“ საბანკო ანგარიშებზე, პერიოდულად კი ხდებოდა მისი განაღდება და ჯგუფის წევრებს შორის განაწილება.გამოძიების მიმდინარეობისას, ასევე დადგინდა, რომ 2022 წლის 29 აპრილს, სს ,,საქართველოს რკინიგზასა“ და შპს ,,რაველდის“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, კომპანიის კუთვნილ ლიანდაგში არსებულ რელსებზე დეფექტების აღდგენის მომსახურების შესახებ, ღირებულებით 999 768 აშშ დოლარი. საერთო ჯამში, უნდა განხორციელებულიყო არაუმეტეს 1600 ერთეული რელსის შედუღება, ხოლო ანგარიშსწორება მოხდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების საფუძველზე. სამუშაოთა მიმდინარეობისას, შპს ,,რაველდის“ დირექტორმა, „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელ დირექტორთან შეთანხმებით, მიღება-ჩაბარების აქტებში დააფიქსირა ხელოვნურად გაზრდილი მონაცემები, რომლის თანახმადაც, შპს ,,რაველდიმ“, ნაცვლად რეალურად განხორციელებული 987 ერთეული რელსის შედუღებისა, თითქოსდა განახორციელა 1200 ერთეულის შედუღება. ყალბ დოკუმენტზე, „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორის დავალებით, ხელი მოაწერეს სს ,,საქართველოს რკინიგზის“ უფლებამოსილმა, მისსავე სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფმა თანამშრომლებმა. აღნიშნულის შედეგად, მიმწოდებელმა - შპს ,,რაველდიმ“ შემსყიდველისგან ზედმეტად მიიღო 403 844 ლარი. აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით  გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  9-დან 12 წლამდე ვადით” აცხადებენ სუს-ში. ნაკლების ჩვენება
    მასალის გამოყენების პირობები



    









    სხვა სიახლეები
    
                        
                 
                
                    
                          „ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და ისაც სურს საქართველოს მონახულება და პრობლემა არ აქვს ქართულ კანონმდებლობასთან, ყველას შეუძლია, მოინახულოს საქართველო“ - პაპუაშვილი საქართველოში პუტინის წარმომადგენლის ვიზიტზე
                        საქართველოში პუტინის წარმომადგენლის, მიხაილ შვიდკოის ვიზიტში "ქართული ოცნება" პრობლემას ვერ ხედავს. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ქართულ კანონმდებლობას არ არღვევს, მას საქართ...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 5 წუთის წინ
                
            
                        
                 
                
                    
                          „მედიიდან გავიგე ამ წუთას, რომ ვინმე გიორგი გედენიძე ჩემთვის ფბზე მოყენებული შეურაცხყოფის გამო 2000 ლარით დაუჯარიმებიათ... და მე თუ შეურაცხყოფილი არ ვარ, სახელმწიფო “იცავს” ჩემს ღირსებას ჩემი პოზიციის გარეშე?“ - ნიკა გვარამია
                        ნიკა გვარამია სოცქსელში წერს: მედიიდან გავიგე ამ წუთას, რომ ვინმე გიორგი გედენიძე ჩემთვის ფბზე მოყენებული შეურაცხყოფის გამო 2000 ლარით დაუჯარიმებიათ. არც გიორგი გედენიძე ვიცი, და არც შეურაცხყოფა მისგა...
                    

                    
                            სოცმედია
                         • 6:57
                
            
                        
                 
                
                    
                          დავით ფერაძე, რომელზეც სუს-მა დღეს ძებნა გამოაცხადა, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობამდე ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში მუშაობდა
                        დავით ფერაძე, რომელზეც სუს-მა დღეს ძებნა გამოაცხადა, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობამდე ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში მუშაობდა. სუს-მა ფერაძეზე ძებნა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა - მას დ...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 6:36
                
            
                        
                 
                
                    
                          საიდუმლო კვლევა და სენსაციური აღმოჩენა - რომაელმა თინეიჯერებმა, სკოლის სარდაფში, იდუმალებით ცნობილ, 1800 წლის იმ, უმდიდრეს სასასხლეს მიაკვლიეს, რაც აქამდე ლეგენდად ითვლებოდა
                        წლების განმავლობაში, რომში, კოლიზეუმიდან სულ რამდენიმე მეტრის ნსიახლოვეს მდებარე საშუალო სკოლის მოსწავლეები სპორტდარბაზის იატაკის ქვეშ დამალული იდუმალი ოთახების შესახებ ისტორიებს ჰყვებოდნენ. ახლა კი ა...
                    

                    
                            ეს საინტერესოა
                         • 6:14
                
            
                        
                 
                
                    
                          „ვამაყობ იმით, რაც ხდება საქართველოში. ძალიან მიხარია თქვენი მიღწევები და ბევრს ვსწავლობთ თქვენგან“ - ვუჩიჩი
                        ვამაყობ იმით, რაც ხდება საქართველოში. ძალიან მიხარია თქვენი მიღწევები და ბევრს ვსწავლობთ თქვენგან - ამის შესახებ საქართველოში მყოფმა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ირაკლი კობახიძესთან ერთად გ...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 6:09
                
            
                        
                 
                
                    
                          „არ მჯერა... ჩემთან ნამდვილად არ ჩამოსულა, დიდი ალბათობით, თქვენთან ჩამოვიდა" - უპასუხა ნინო წილოსანი პუტინის მრჩევლის თბილისში ვიზიტზე
                        "არ ვიცი ამ ფაქტის შესახებ. არ მჯერა თქვენი ზოგადად არც ერთ შემთხვევაში და არც ამ შემთხვევაში. თუ ასეთი ფაქტი, ან ისეთი პიროვნება რომელიც კანონის დარღვევით არის შემოსული მოხდა, ჯობდა რომ შესაბამისი უწ...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 5:48
                
            
                


მეტის ნახვა
← მთავარი