თამარ ლორთქიფანძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. ის საპატიმროს 4 თვეში დატოვებს, პროკურატურამ მას ერთწლიანი საპატიმრო და სამწლიანი პირობითი სასჯელი შესთავაზა.
შეთანხმება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დაამტკიცა.
თამარ ლორთქიფანიძე 22 ოქტომბერს დააკავეს. ის აქციაზე პოლიციის მანქანაზე ავიდა.
ლორთქიფანიძეს ბრალდება ძალადობისა და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე წარედგინა.
უწყების ცნობით, ლორთქიფანიძემ “ტაქსის მძღოლს სახის არეში დაარტყა”, პოლიციის მანქანის სახურავზე ავიდა და ”ფეხების დარტყმით განზრახ დააზიანა. ბრალდებულის ქმედებამ 3 300 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.”
დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ტაქსისტს დაარტყა, პოლიციის მანქანა დააზიანა” - თამარ ლორთქიფანიძეს ბრალდება წარედგინა