საია-მ სტრასბურგში კარვის დადგმისთვის დაკავებული აქტივისტის, ზურაბ ქარჩავას საქმე მოიგო
“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კარვის გაშლის გამო პირის ადმინისტრაციული წესით სამართალდამრღვევად ცნობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. დღეს საიამ სტრასბურგის სასამართლოში მეორე მნიშვნელოვანი საქმეც მოიგო,” — ვკითხულობთ საია-ს განცხადებაში. საუბარია 2022 წლის 28 დეკემბრის შემთხვევაზე, როდესაც ბათუმში აქტივისტ ზურაბ ქარჩავას საკონსტიტუციო სასამართლოსთან სკოლაში უფასო კვების მოთხოვნით კარვის დადგმის უფლება არ მისცეს. აქტივისტი პროტესტის ნიშნად სასამართლოსთან ღამის გათენებას და შიმშილობის დაწყებას გეგმავდა. პოლიციამ მას კარავი ჩამოართვა და განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანა. 2023 წლის სექტემბერში საია-მ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სამართლიანი სასამართლოს უფლების და გამოხატვის თავისუფლების [ევროპული კონვენციის მე-6 და მე-10 მუხლების] დაღვევის დადგენის მოთხოვნით მიმართა.