კიდევ 8 დემონსტრანტს მიუსაჯეს 5-5 წლის პატიმრობა 4 ოქტომბრის საქმეზე
საპატიმრო განაჩენი მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ორშაბათს, 2026 წლის 22 ივნისს გამოაცხადა, რასაც სასამართლო დარბაზში ბრალდებულთა და მათი მხარდამჭერების პროტესტი და ხმაური მოჰყვა.2025 წლის 4 ოქტომბრის საქმის ამ ჯფუფში სულ 14 ბრალდებული იყო.მათგან ექვსს - გიორგი ქორქიას, გიორგი რურუას, ხვიჩა გოგოხიას, ლევან ჯიქიას, ლაშა ივანაძეს და სერგო მეგრელიშვილს - საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. ისინი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
ასევე ნახეთ
4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 6 დემონსტრანტს უფორმდება საპროცესო შეთანხმება
დანარჩენი რვაადამიანი კი, ვისაც დღეს პატიმრობა მიუსაჯეს, არიან:ზურაბ ჭავჭანიძე („ბათუმელი მედროშე“) - 56 წლისამირან დოლიშვილი - 21 წლისვლადიმერ გველესიანი - 43 წლისალექსანდრე ჩილაჩავა - 44 წლისგენადი კუპრეიშვილი - 44 წლისსულხან ტუღუში - 41 წლისრამაზ მამულაძე - 44 წლისანტონ ვარდანიძემათ ბრალად ედებოდათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, - პატიმრობაც ამ ბრალდებით მიუსაჯეს.დღევანდელ სხდომაზე ზურაბ ჭავჭანიძემ თქვა, რომ უდანაშაულოა წარდგენილ ბრალდებაში, ამის მიუხედავად საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის მიმართა პროკურატურას, თუმცა მას ასეთი შეთანხმება არ გაუფორმეს.რა თქვა მოსამართლემმოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ვისაც სურდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, შეთანხმება მიღწეული იქნა, ხოლო განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა:„ჩვენ დავკითხეთ მოწმეები, თვალი მივადევნეთ ჩანაწერებს. საბოლოო სიტყვებში ფაქტობრივ გარემოებებზე მოვისმინეთ ძალიან ცოტა. რამდენიმე ბრალდებულმა დაადანაშაულა სასამართლო, რომ არ გვაქვს დამოუკიდებლობა ან მტკიცებულებების შეფასების დეფიციტი გვქონდეს. ასევე, ბრალდებულები და დაცვის მხარე აღნიშნავდით, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და ეს ყველაფერი მოვიწყვეს. [თუმცა] მტკიცებულებების გამოკვლევის დროს არაფერი არ დადასტურებულა ასეთი“.„ვიდეოჩანაწერებში ვნახეთ და მოვისმინეთ, რომ მშვიდობიან აქციაზე განცხადებები გაკეთდა არა ხელისუფლების წარმომადგენლების, არამედ იმ ადამიანების მხრიდან, რომელთა მოწოდების გამოც თქვენ იქ შეკრევილები იყავით“, - თქვა მოსამართლემ.„მოგიწოდეს, რომ გადაგენაცვლებინათ პრეზიდენტის ადმინიატრაციისკენ „მამაკაცური ძალა“ და იქ განგეხორხოელებინათ ის, რაც ვიდეოებში ვნახეთ“, - მიმართა მოსამართლემ ბრალდებულებს.„მოსამართლეს ვერავინ გააწყვეტინებს“„ვისმენთ აქ ქართველობასთან დაკავშირებით [კომენტარებს]. ჩვენ აქ პატიოსნებას არ განვიხილავთ, ჩვენ განვიხილავთ, გვაქვს თუ არა ბრალდების შემადგენლობა. სწორედ ის ქართველი ბიჭები, ზოგიერთი მათგანი დაჭრილი, მუცელში ჩარტყმული… ეს არის მშვიდობიანი აქცია? … განხორციელდა ძალადობა ცეცხლის წაკიდებით, ღობის ჩამოგდებითა თუ დაჭრით - არაერთი პოლიციელია დაჭრილი“, - თქვა მოსამართლემ.ამ დროს ბრალდებულების მხრიდან რეპლიკა იყო: „ჩვენ რა შუაში ვართ?“„სასამართლოს სიტყვას ვერავინ გააწყვეტინებს“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა და განაგრძო:„თქვენ მოისმიმეთ გეგმა გადაინაცვლეთ და განახორციელეთ [აქტივობა]“.„ბათუმელი მედროშის“ სიტყვაზურაბ ჭავჭანიძემ თქვა, რომ მართალია, „ბათუმელი მედროშის“ სახელით იცნობენ, თუმცა სოხუმიდან არის; „ორჯერ დავიწყე ცხოვრება ნულიდან“, - თქვა მან.„მე ომში დამეღუპა 15 ვაჟკაცი, - რომლებიც ჩემს გვერდით იზრდებოდნენ, - იმისთვის, რომ ყველას ბედნიერ ერთიან საქართველოში გვეცხოვრა. ჩვენი სამშობლოს შვილები ვართ ყველანი… ჩემი ბიჭების სულებმა არ მომცეს საშუალება, რომ გავჩერებულიყავი“, - თქვა ჭავჭანიძემ.ასევე გაიხსენა 105-დღიანი შიმშილობა პატიმრობისას, პროტესტის ნიშნად.
ასევე ნახეთ
3 პატიმრის შიმშილობასა და მძიმე პირობებს პენიტენციალური სამსახური უარყოფს
შემდეგ სასამართლო დარბაზში გაშალა პოსტერი და თქვა:„ჩემი სულის გამოხატულება ესაა. აქ წერია: „ღმერთი სიყვარილია, გიყვარდეთ, ძალა სიყვარულშია, ღმერთი სიყვარულია, ბოროტებას ამარცხებს“. ერთად უნდა დავდგეთ, რომ გადავრჩეთ“.„ჩვენ ახლა აქ მყოფებს [ბრალდებულს] რომ შემოგვხედოთ, ყველა ვართ პატრიოტები. არც ერთი ვართ ბოროტმოქმედები. შეგვარჩიეს პატიოსანი ხალხი, რომელსაც არანაირი დანაშაული არ გვაქვს, მოვხვდით უადგილო ადგილას უადგილო სიტუაციაში“, - თქვა ჭავჭანიძემ.მან ხაზი გაუსვა, რომ 4 ოქტომბრის აქციის დაგეგმვისას არაერთხელ ითქვა, რომ ეს მშვიდობიანი აქცია იქნებოდა:„სანამ 4 ოქტომბრის აქცია მოხდებოდა, ერთი თვეზე მეტი მიდიოდა შეტყობინება და ნათქვამი იყო „მშვიდობიანი აქცია“. შვილებით და ბავშვებით ვიყავით მშვიდობიან აქციაზე და ბოროტული განზრახვა არ გვქონია. მე არ ვიცი რა მოხდა, რატომ და რანაირად“, - თქვა მან.„მე ვიცი, რომ ვართ ყველანი უდანააშაულოები… ყველამ მაპატიეთ, მაგრამ მე თხოვმა გავგზავნე საპროცესოზე, ჩემთვის ყველაზე დიდი ფასი თავისუფლება ყოფილა… ჩემი მეუღლის თვალზე ცრემლი არ დამინახია და ბოლოს რომ ვესაუბრე, ცრემლნარევი ხმა იყო, არ ვიცი რა ხდება“, - თქვა მან.ამის მიუხედავად, მას საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმეს.გასულ პარასკევს კიდევ 6-ს მიუსაჯეს პატიმრობაამავე საქმეზე გასულ პარასკევს, 19 ივნისს ასევე 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 8 დემონსტრანტს, მათ შორის ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს.
ასევე ნახეთ
ექიმ ჩახუნაშვილის პატიმრობას ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის წევრები აპროტესტებენ
დანარჩენი დემონსტრანტებს შორის იყვნენ: დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, ზაქრო ალბუთაშვილი, კახაბერ მჟავანაძე, დავით სტურუა და ია დარახველიძე.ია დარახველიძეს დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა - იგი საზღვარგარეთ იმყოფება.გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
ასევე ნახეთ
ია დარახველიძის სასჯელი მოსამართლემ შეცდომით გამოაცხადა, მას, სინამდვილეში, 5 წელი მიუსაჯეს
კიდევ უფრო ადრე, 7 მაისს, ამავე საქმეზე ბრალდებულ პოლიტიკოსებსა და კიდევ ექვს ბრალდებულს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა.„4 ოქტომბრის საქმის“ აღნიშნულ ჯგუფში ბრალდებულები იყვნენ:პაატა ბურჭულაძე, საოპერო მომღერალი და პოლიტიკოსი - მიუსაჯეს 7 წლით პატიმრობა;პოლიტიკოსები: მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე - 7-7 წლით პატიმრობა;თადარიგის პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე - 7 წლით პატიმრობა;თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია - 5-5 წლით პატიმრობა.ირაკლი შაიშმელაშვილი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი - 2 წლით პატიმრობა; მას პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს - იმყოფება აშშ-ში.
ასევე ნახეთ
4 ოქტომბრის საქმის მოსამართლეები - ვის ვიცნობთ და როგორ გავიცანით?
„მშვიდობიანი დამხობის“ საქმესისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა.ამ დღეს ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.