← მთავარი
სამართალი

გავხდი მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი — ელისო კილაძე "საქმის შეკერვაზე" საუბრობს

15 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
გავხდი მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი — ელისო კილაძე

“მე გავხდი კონკრეტული თანამდებობის პირის, მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი” — ამის შესახებ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე დაკავებულმა ჟურნალისტმა, ელისო კილაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. დაკავებული ჟურნალისტის მტკიცებით, მას მმართველი გუნდის სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ კომპრომატების გავრცელებას სთავაზობდნენ, რაზე დათანხმების შემთხვევაშიც პრობლემები არ შეექმნებოდა. კილაძე აცხადებს, რომ საქმეში არსებული ყველა მოწმე მიკერძოებულია. “ამ საქმის ანატომია, სქემა ეწყობა ისე, რომ მე გავხდი კონკრეტული თანამდებობის პირის, მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი. როდესაც მამუკა მდინარაძე სუს-ში მივიდა, მაშინვე დაიწყო ამ საქმის შეკერვა. ამას ჰქონდა მთელი რიგი წინაპირობა. რაც შეეხება მოწმეებზე ზემოქმედებას, ჩვენთვის პირველივე დღიდან იყო ცნობილი მოწმეების ვინაობა. არცერთი ფაქტი ჩვენი ოჯახის წევრებიდან არ ყოფილა არცერთ მოწმეზე რაიმე ფორმატით ზემოქმედების.[…] ერთი ადამიანი, იყო შუამავალი მდინარაძის ჩემთან და მთავაზობდა ქართული ოცნების მაღალჩინოსნების გაშავებას გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. ამ სასამართლოს ველოდები, რომ ეს განცხადება გამეკეთებინა: კახა კალაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტანგ გომელაური და უჩა მამაცაშვილი, ამ ადამიანების “გაშავებას” რომ დავთანხმებოდი გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მე პრობლემები არ შემექმნებოდა.ამ საქმეში არ არის არცერთი ნეიტრალური მოწმე. ყველა მოწმე არის დაკავშირებული მამუკა მდინარაძესთან. მივიდა თუ არა სუს- ში მაშინვე დაიწყო ამ საქმის შეკერვა. იმდენი ლაფსუსი გაეპარა და ისე ჩაყარეს ჩვენებები, არც კი უფიქრიათ, რომ შედეგობრივი კავშირი ყოფილიყო”, — განაცხადა ელისო კილაძემ (მის სიტყვას IPN ავრცელებს). აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში IPN-ს უთხრეს, რომ “ასეთ მდაბიო “ფეიკ” განცხადებაზე საპასუხო კომენტარი არ იქნება”. შეგახსენებთ, რომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ, მათ შორის ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს: დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს. ამავე საქმეზეა დაკავებული “ქრონიკა +”-ის დამფუძნებელი ელისო კილაძეც. “ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინება ჯგუფის სხვა წევრებს: გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას”, — აცხადებს პროკურატურა. ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჟურნალისტი ელისო კილაძე დააკავეს ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულ ჟურნალისტ ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს ელისო კილაძე: “ჩემს მიერ ყველა შეკერილი ბრალი მხილებულია, ამიტომ გახდა საჭირო ახალი ბრალი, თანაც, ჩემი დაკავებით” ოთარ ფარცხალაძეს და ელისო კილაძეს თაღლითობის და ფულის გათეთრების საქმეზე წარუდგინეს ბრალი

← მთავარი