სამართალი
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის გამო გამოძიება დაიწყო — სახე დაუზიანდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ძალადობას ითვალისწინებს.
მთივლიშვილმა თავად გაავრცელა ინფორმაცია სოციალურ ქსელში:
„ეთერიდან გამოსვლისთანავე თავს დამესხა ჰესების ლობისტი, „ქართული ოცნების” მოძველბიჭო ელემენტი მარგებაძე. სახე მაქვს დაზიანებული. მივედი პოლიციაში. პასუხს აგებს!” — წერდა ჟურნალისტი.
შსს-მ ინფორმაცია NEWS.On.ge-ს და Interpressnews-ს დაუდასტურა.