← მთავარი
სამართალი

“ბიძაშვილს ორი კვირის განმავლობაში ბინაში ჰყავდა გამოკეტილი და სასტიკად სცემდა, შემდეგ დაახრჩო... სრული ობოლი იყო“ - ცნობილი ხდება თბილისში მოკლული აზერბაიჯანელი გოგონას ვინაობა და ახალი დეტალები

1 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
“ბიძაშვილს ორი კვირის განმავლობაში ბინაში ჰყავდა გამოკეტილი და სასტიკად სცემდა, შემდეგ დაახრჩო... სრული ობოლი იყო“ - ცნობილი ხდება თბილისში მოკლული აზერბაიჯანელი გოგონას ვინაობა და ახალი დეტალები

“მთავარი“ თბილისში, ნაქირავებ ბინაში მოკლული აზერბაიჯანელი გოგონას, ფატიმა კერიმოვას შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გოგონას ახლობლები სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებენ და იმ გარემოებებს წერენ დეტალურად, რაც საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობი იყო.

“2026 წლის 26 ივნისს, საქართველოში, ქალაქ თბილისში, ნაქირავებ ბინაში იპოვეს ჩვენი დის, 2005 წელს დაბადებული ფატიმა კერიმოვას ცხედარი.

წინასწარი მონაცემებით, გოგონა თბილისში თავის მეგობარ ბიჭთან ერთად წავიდა. ისინი იქ ცხოვრებასა და მუშაობას გეგმავდნენ. გოგონას ახლობლები მათი ურთიერთობის წინააღმდეგნი იყვნენ და ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.

როდესაც ფული გამოელიათ, მისმა მეგობარმა ბიჭმა ის ქუჩაში მარტო დატოვა.

ქუჩაში ფატიმამ ერთი გოგონა გაიცნო. ფატიმა ქუჩაში დარჩა დახეული საბუთებით, მობილურისა და ფულის გარეშე. გოგონამ დახმარება შესთავაზა და ჰკითხა, ახლობლებიდან ვინ შეძლებდა ჩამოსვლას და მის წაყვანას. ფატიმამ თავისი ბიძაშვილის ტელეფონის ნომერი მისცა.

ბიძაშვილი ჩამოვიდა და ფატიმა წაიყვანა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისი განზრახვა სრულიად სხვა იყო…

მას ფატიმა ორი კვირის განმავლობაში თბილისში, ბინაში ჰყავდა გამოკეტილი და სასტიკად სცემდა, შემდეგ კი დაახრჩო.

ეჭვმიტანილმა ფატიმას ცხედარი დატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიმდინარეობს გამოძიება.

გოგონა სრული ობოლი იყო - ორივე მშობელი გარდაცვლილი ჰყავდა. მას 19 წლის უმცროსი და დარჩა.

გთხოვთ, მაქსიმალურად გაახმაუროთ ეს ამბავი! საჭიროა მედიის, ფემინისტების, იურისტებისა და ბლოგერების ჩართვა!” - ავრცელებს “მთავარი“ მოკლული გოგონას ახლობლის განცხადებას.

თავდაპირველად ინფორმაცია საქართველოში მოკლული აზერბაიჯანელი გოგონას შესახებ უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ გაავრცელა.

ფოტო: მთავარი

იხილეთ ასევე:

საქართველოში აზერბაიჯანელი გოგონა მოკლეს - “ნათესავები გოგოს ადანაშაულებენ და მკვლელს ამართლებენ”: რა დეტალებზე წერს ბაია პატარაია

← მთავარი