← მთავარი
სამართალი

„დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც ასე მოიქცევა” — გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი მიმართვას ავრცელებს

29 მაისი, 2026 · წყარო: newposts.ge
„დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც ასე მოიქცევა” — გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი მიმართვას ავრცელებს

გორში პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ძმა, გიგლა ლოცულაშვილი, ძმის სახელით მიმართვას ავრცელებს — პაპუნას სოციალური ქსელი არ გაჩნია.

„დიდი მადლობა ყველას, ვინც გულწრფელი მხარდაჭერა გამოხატა. რაც მოხდა, საშინელება იყო. მთავარი ის არის, რომ ეს ადამიანები დღეს უკვე დასჯილები არიან”, — წერს ლოცულაშვილი.

ამასთანავე ის ითხოვს, მისი სიტუაცია სათავისოდ არავინ გამოიყენოს: „სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩემს ნაცვლად სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. გთხოვთ, ნურავინ ისაუბრებს ჩემს ნაცვლად.”

„ეს ფაქტი, რაც მოხდა, მომავალშიც იქნება მაგალითი სხვებისთვის, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც ასე მოიქცევა”, — ამბობს ლოცულაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ამ ინციდენტში ბრალდებულ ექვს პოლიციელს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

← მთავარი