← მთავარი
სამართალი

გოგონების მკვლელობა სოციალურ ქსელში რეიტინგს ზრდის მიზნით? - ნიუ-ჯერსის სასამართლო შემზარავ საქმეს განიხილავს...

6 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
გოგონების მკვლელობა სოციალურ ქსელში რეიტინგს ზრდის მიზნით? - ნიუ-ჯერსის სასამართლო შემზარავ საქმეს განიხილავს...

ნიუ-ჯერსელმა მამაკაცმა, რომელსაც ორი თინეიჯერი გოგონას მკვლელობა ედება ბრალად, მკვლელობიდან სულ რაღაც ერთ დღეში, პირდაპირ ეთერში კრიტიკოსებს დასცინა და მის მიმართ არსებული უზარმაზარი გამოხმაურებით (ე.წ. “ენგეიჯმენტით“) იტრაბახა.

პროკურატურის განცხადებით, 2025 წლის 29 სექტემბერს, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ კრანფორდში, 17 წლის მარია ნიოტისი და იზაბელა სალასი ელექტროველოსიპედებით გადაადგილდებოდნენ, როდესაც არასრულწლოვანი ვინსენტ ბატილორო მათ განზრახ დააჯახა საკუთარი ავტომობილი. მას პარასკევს, 26 ივნისს, მას 18 წელი შეუსრულდა და მკვლელობისთვის ბრალი უკვე სრულწლოვანის სტატუსით წარედგინა.

ორი 17 წლის გოგონას მკვლელობიდან მეორე დღესვე, ბატილორო YouTube-ზე ვიდეო თამაშების სტრიმში ჩაერთო და ფაქტით აქტიურობით ტრაბახი დაიწყო.

“მეტი აქტიურობა ჩატში, მეტ ნახვასა და რეაგირებას ნიშნავს. უბრალოდ, რომ იცოდეთ YouTube ამაში ფულს მიხდის. არა უშავს, ეგ არაფერია. თქვენ ამით მხოლოდ ჩემს რეიტინგს ზრდით, ასე რომ, ეს პრობლემა არ არის და მანამდე არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ, სანამ ნეგატიურ შეტყობინებებს არ შეწყვეტთ“, - განაცხადა ვინსენტმა.

თუმცა როგორც ჩანს ნიოტისისა და სალასის გარდაცვალების შესახებ, დაწერილმა უამრავმა ნეგატიურმა კომენტარმა ბატილოროს ბოლოს და ბოლოს მოთმინება მაინც დააკარგვინა და მან შემდეგი განაცხადა: “ინტერნეტში ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება. თუმცა ერთ რამეს ვიტყვი: ჩემს უღრმეს სამძიმარს ვუცხადებ იმ ორ გოგონას, რომლებიც ამ ტრაგიკულ ავარიაში დაიღუპნენ. ეს აბსოლუტურად საშინელი შემთხვევაა. თუმცა ამ ისტორიაში ბევრი ისეთი დეტალია, რაც თქვენ არ იცით. როცა დრო მოვა, ყველაფერს უფრო დეტალურად განვმარტავ. ამჟამად უფლება არ მაქვს მთლიან ამბავზე ვისაუბრო“

რა აჩვენა ვიდეოჩანაწერებმა და გამოძიებამ

პოლიციის განცხადებით, თავად ბატილოროს მანქანის ვიდეორეგისტრატორის (Dash cam) ჩანაწერიდან ჩანს, თუ როგორ ჯდება ის 2025 წლის 29 სექტემბერს “Jeep Compass“-ის მარკის ავტომობილში და კრანფორდში, ერთ-ერთი მსხვერპლის სახლთან ახლოს მიდის. გამომძიებლების თქმით, მას შემდეგ, რაც ეჭვმიტანილმა მანქანა გააჩერა, კადრში ელექტროველოსიპედებით საპირისპირო მიმართულებით მომავალი გოგონები გამოჩნდნენ. ამის შემდეგ, ბატილორომ მანქანა მკვეთრად მოაბრუნა, მსხვერპლს დაედევნა და სიჩქარეს მოუმატა. დეტექტივების განცხადებით, ვიდეოში ჩანს, როგორ ეჯახება ავტომობილი მაღალი სიჩქარით ორივე გოგონას, რის შემდეგაც მანქანა საბოლოოდ ჩერდება. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ვინსენტი შემთხვევის ადგილიდან ფეხით გაიქცა.

ბატილოროს ვინაობა აქამდე არ საჯაროვდებოდა, ვინაიდან დანაშაულის ჩადენის მომენტში ის არასრულწლოვანი იყო. თუმცა, პარასკევს, 26 ივნისს, ვინსენტის საქმე სრულწლოვანთა სასამართლოს გადაეცა. ამჟამად მას ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობის ორ მუხლით აქვს წარდგენილი.

← მთავარი