სამართალი
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ" - საბა სხვიტარიძე
| “მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიანებს ასე არ გაუსწორდნენ. თუ ადამიანი დამნაშავეა, ის კანონის წინაშე უნდა აგებდეს პასუხს. დაკავებულის ცემა კი ერთ-ერთი ყველაზე მდაბიო საქციელია.საქმე ის არის, რომ საქმეს კი არ იძიებენ და ადამიანებს ფაქტებზე დაყრდნობით კი არ ასამართლებენ, არამედ მსგავსი მეთოდებით მიღებული ჩვენებებისა და აღიარებების საფუძველზე აკავებენ. საქმეებს განზრახ კერავენ.ბევრი პატიმარი სწორედ ასეთი პრაქტიკის შესახებ ჰყვება. მაგალითად, დააკავებენ თხუთმეტ ადამიანს, მათგან ათს მსგავსი მეთოდებით აიძულებენ, ხელი მოაწერონ ჩვენებებს დანარჩენი ხუთი ადამიანის წინააღმდეგ, რომლებსაც შესაძლოა საერთოდ არც კი იცნობდნენ. ამ ხუთ ადამიანს 8-10-წლიან სასჯელს უსჯიან, დანარჩენებს კი უშვებენ.მსგავსი მეთოდებით კრიმინალთან ბრძოლა სტატისტიკის გარდა არაფერს იძლევა.უსამართლობა და ადამიანების წამება არ უნდა შერჩეთ ქოცებს. სწორედ ამის პასუხია ბევრი ხალხი ქუჩაში!თავისუფლება უკანონოდ დაპატიმრებულ ყველა პატიმარს!ბოლომდე!” | წერს პროევროპულ აქციებზე დაკავებული საბა სხვიტარიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში |