ჭიათურელ მაღაროელ გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფისთვის 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჭიათურელ მაღაროელს, გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფისთვის 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
საქმე ეხება 12 სექტემბრის სასამართლო პროცესს, როცა სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმე იკითხებოდა, რა დროსაც ნეფარიძე მას მოუწოდებდა ცრუ ჩვენება არ მიეცა. მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა აღნიშნული რეპლიკისთვის ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გააძევა, რის დროსაც მან მოსამართლეს მიმართა სიტყვებით — “დაახვიე [განჩინება] და ერთ ადგილას გაიკეთე”.
ჭიათურელ გიორგი ნეფარიძეს ბრალდება დაემატა — მას მოსამართლის შეურაცხყოფასაც ედავებიან.
ჟურნალისტ მარიამ ნიკურაძის ინფორმაციით, ნეფარიძისთვის მისჯილმა წინა ბრალდებამ აღნიშნული სასჯელი არ შთანთქა.
20 იანვარს ქუთაისის საქალქო სასამართომ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ნეფარიძე და 3 ჭიათურელი მაღაროელი დამნაშავედ ცნო და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით და მასში მონაწილეობისთვის დაკავებულ გიორგი ნეფარიძეს და მერაბ სარალიძეს 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიესაჯათ. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს — 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულ ჭიათურელ მაღაროელებს 6 წლით და 3 თვით და 4 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯათ