სამართალი
დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა
დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მოზარდი, საბა ჯაგოდნიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
მოზარდი ავარიის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. საბა 12 წლის იყო.
აღნიშნული ავარიის დროს კიდევ ერთი მოზარდი დაშავდა, რომელიც კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ცნობისთვის, არასრულწლოვანებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.