← მთავარი
სამართალი

თბილისში გამქრალი 15 წლის ბიჭი მშენებარე კორპუსის სიახლოვეს გარდაცვლილი იპოვეს

· წყარო: on.ge
თბილისში გამქრალი 15 წლის ბიჭი მშენებარე კორპუსის სიახლოვეს გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში დაკარგული 15 წლის ბიჭი ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის სიახლოვეს გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია მოზარდის გაუჩინარების შესახებ 26 მაისს სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სათვალთვალო კამერამ არასრულწლოვანი ბოლოს 26 მაისის საღამოს დააფიქსირა, რის შემდეგაც ოჯახი და მძებნელები მთელი ღამე ეძებდნენ. ცხედარი მეზობელი მშენებარე კორპუსის სიახლოვეს იქნა აღმოჩენილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით — თვითმკვლელობამდე მიყვანა — მიმდინარეობს.

← მთავარი