← მთავარი
სამართალი

გახდა თუ არა 15 წლის ბიჭის მიერ 50 წლის კაცის მოკვლის საბაბი სექსუალური ძალადობის მცდელობა

13 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
გახდა თუ არა 15 წლის ბიჭის მიერ 50 წლის კაცის მოკვლის საბაბი სექსუალური ძალადობის მცდელობა

50 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებული 15 წლის ბიჭის ადვოკატის ინფორმაციით, არსებობენ მოწმეები, სხვა არასრულწლოვანები, რომლებზეც მოკლულმა კაცმა წარსულში სექსუალური ძალადობა სცადა  ”შემთხვევის ადგილის დათვალიერებით, ბრალდებულის ჩვენებით, სავარაუდოდო, ექსპერტიზის დასკვნითაც გამოჩნდება ის სურათი, რომ ნამდვილად არ იტყუება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ნამდვილად უდანაშაულოა… ამას სხვა არასრულწლოვანებიც ადასტურებენ, რომლებიც ასევე იყვნენ მსხვერპლი მისი ძალადობრივი მოქმედებების და მათთანაც ჰქონდა მცდელობა [მოკლულს], დაემყარებინა სქესობრივი ურთიერთობა. ერთ-ერთი მოწმე, როგორც ვიცი, თანახმაა ყველას წინაშე წარსდგეს და ისაუბროს თუ როგორ შეძლო და დააღწია თავი” | განუცხადა 15 წლის მოზარდის ადვოკატმა ჟურნალისტებს.  რუსთავის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მოზარდისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. პროკურატურა მისთვის პატიმრობას ითხოვს და აცხადებს, რომ თავად მოზარდისთვისაა საჭირო სრულ იზოლაციაში ყოფნა.  დაკავებულს ექსპერტიზაც ჩაუტარდა, თუმცა პასუხი ჯერ უცნობია.  მკვლელობა რუსთავში 5 ივნისს მოხდა. მოზარდის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ 50 წლის კაცმა არასრულწლოვან ბიჭზე სექსუალური ძალადობა სცადა და ბავშვი თავს იცავდა. დანაშაულის იარაღი სამზარეულოს დანაა. ოჯახის წევრების თქმითვე არასრულწლოვანმა თავადვე შეატყობინა დანაშაულის შესახებ, შემდეგ კი პოლიციას ჩაბარდა.  გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლის კაცი რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა აზერბაიჯანიდან და რუსთავში ბინა იქირავა. ის გარდაბნის სოფლებში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. სწორედ ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია 15 წლის ბიჭი, რომელსაც ოჯახის ინფორმაციით კაცმა ანაზღაურების სანაცვლოდ მშენებლობაზე დახმარება შესთავაზა, ამის შემდეგ კი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა.  მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

← მთავარი