ბათუმში სროლის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. შემთხვევა ახალ ბულვარში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სროლა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შუახნის მამაკაცმა განახორციელა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით ეჭვმიტანილი ადგილზევე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს; ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.