სამართალი
TI აქტივისტ თამარ ფერაძეს ტროტუარზე დგომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს
“კიდევ ერთი საქმე სტრასბურგში” — “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, რომ პროტესტის მონაწილე თამარ ფერაძის უფლებების დასაცავად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საქმე ეხება ტროტუარზე დგომისთვის შეფარდებულ ადმინისტრაციულ პატიმრობასა და, მათი შეფასებით, ფერაძის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ” აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. ორგანიზაციის განცხადებით, თამარ ფერაძის ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ისინი დაიცავენ.
ამ ეტაპზე ორგანიზაციას საქმის დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.