← მთავარი
სამართალი

თბილისში კაცი, სავარაუდოდ, მე-7 სართულიდან გადმოაგდეს, მეორე დაჭრილია

15 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
თბილისში კაცი, სავარაუდოდ, მე-7 სართულიდან გადმოაგდეს, მეორე დაჭრილია

თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე, კაცი მოკლეს, მისი თანმხლები პირი კი დაჭრეს. ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, მოკლულ კაცს თავდაპირველად ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მე-7 სართულიდან გადმოაგდეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. NEWS.On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. “სამართალდამცველების მიერ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და იმყოფება პოლიციის განყოფილებაში,” — გვითხრეს უწყებაში.

← მთავარი