← მთავარი
სამართალი

ხაბეიშვილის განაჩენი ხვალ 14 საათზე გამოცხადდება — პოლიტიკოსმა სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადა

20 მაისი, 2026 · წყარო: newposts.ge
ხაბეიშვილის განაჩენი ხვალ 14 საათზე გამოცხადდება — პოლიტიკოსმა სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადა

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე ლევან ხაბეიშვილის სასამართლო გადაწყვეტილებას 21 მაისს, 14:00 საათზე გამოაცხადებს. „ტვ პირველის” კორესპოდენტი სასამართლოდან იუწყება, რომ ხაბეიშვილმა ამ სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადა.

სასამართლო განხილვა სამი საათი გაგრძელდა. ხაბეიშვილმა მოსამართლეს მიმართა: „მირჩევნია სწრაფად გამოაცხადოთ გადაწყვეტილება, აგერ ვარ და გისმენთ.” მანვე განაცხადა, რომ 9 თვეა პატიმრობაშია, ბრალდების მხოლოდ 3 მოწმიდან 2 საერთოდ არ მოუყვანიათ, ხოლო 9 თვის განმავლობაში პროკურორი განცხადებებს არ აკეთებდა.

„ამ საქმეში არ არის დაზარალებული, არ არის ობიექტი. არ არსებობს სიკეთე, რომელსაც მე მივიღებდი — არც მატერიალური, არც სხვა. პროკურატურამ ბრალის აღიარების შესაძლებლობა არ დამიტოვა — არაფერი მაქვს ასაღიარებელი. აღქმების გამო პოლიტიკოსი უნდა იყოს ციხეში?” — განაცხადა ხაბეიშვილმა.

← მთავარი